მერლინ მონროს ფეხებს ჩიკაგოში ძეგლი დაუდგეს
ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი – ეს მერლინ მონროს ნამდვილი სახელი და გვარია. მართალია მსახიობის პირადი ცხოვრება ვერ შედგა, თუმცა მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პატივს სცემენ და უყვართ. ამის ნათელი მაგალითია ჩიკაგოში „მილიონების კერპის“ გიგანტური სკულპტურის დამონტაჟებაც. მონროს სკულპტურის შექმნაზე ინფორმაციას www.chicagonow.com ავრცელებს. მერლინ მონროს შვიდმეტრიან სკულპტურას ამიერიდან ათასობით ტურისტი ნახავს, რომელიც ჩიკაგოს ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზეა დამონტაჟებული. მონრო სკულპტურაზე თეთრი კაბითაა „წარმოდგენილი“. კაბით, რომელიც მსახიობის სავიზიტო ბარათად იქცა მთელ მსოფლიოში.
სკულპტურა დასრულებული ჯერ არ არის. თავდაპირველად ჩიკაგოს კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა სკულპტურის ქვედა ნაწილი დაემონტაჟებინა, მოგვიანებით მას ზედა ნაწილიც დაადგეს, თუმცა მნახველებისთვის მონროს სრულფასოვანი სკულპტურის ნახვა მაინც არაა შესაძლებელი, ვინაიდან ძეგლს თავის ნაწილი ჯერჯერობით ნაჭრით აქვს დაფარული. ძეგლი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნება. ჰოლივუდის ვარსკვლავის ძეგლი კი ჩიკაგოს ცენტრალურ ქუჩას 2011 წლის გაზაფხულამდე დაამშვენებს. სკულპტურის ავტორი ამერიკელი მხატვარი სიუარდ ჯონსონია. მან თავი საზოგადოებას ალფრედ ეიზენშტეინის ლეგენდარული ფოტოს – „კოცნის“ სკულპტურის შექნით დაამახსოვრა.
კომენტარი