სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ტაქსის მძღოლი მოკლეს

წუხელ, გვიან ღამით თბილისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მოხდა. გვამი დღეს დილით მესაფლავემ აღმოაჩინა. გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გარდაცვლილის კუთვნილი ავტომანქანა „გოლფ 2" ადგილზე დახვდათ.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა რამდენიმე ადამიანმა განახორციელა. მისი მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.გარდაცვლილს ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები სახისა და ყელის არეში აქვს მიყენებული.შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგებიც.მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100