სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა სტუდენტებს მიმართა

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში იქდაგა. ქადაგებისას პატრიარქი საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ გაჭირვების პერიოდში სტუდენტებმა დიდი ყურადღება გამოიჩინეს და ეს მას ძალიან მოსწონს. კათალიკოს პატრიარქის თქმით, ქართველმა ადამიანმა ის უმსგავსობა არ უნდა მოითმინოს, რაც რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელდა.

„ეს იყო დიდი ტკივილი ჩემთვის და მსგავსი დამოკიდებულება შეუძლებელია“, - აღნიშნა უნეტარესმა.

„ციხეებში არიან ტუბერკულოზით, შიდსით დაავადებული პატიმრები და არის საფრთხე რომ შესაძლოა, სხვასაც გადასდონ დაავადება, ამიტომ მძიმე ავადმყოფები საჭიროა სახლებში გაუშვან, სადაც იმკურნალებენ“,- განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100