სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თხილამურით სრიალის სწავლება და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისი სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ და საქართველოს სათხილამრო ფედერაციამ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერით დაასრულა ორდღიანი სემინარი თემაზე: თხილამურით სრიალის სწავლება და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) კონსულტანტმა იოზეფ ცენჰაუზერნმა განიხილა საქართველოში არსებულ მდგომარეობა თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელების მომზადების კუთხით.

შვეიცარიის სათხილამურო სპორტის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა არსენ პაჟმა კი მონაწილეებს გააცნო, სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორების საერთაშორისო ასოციაციის (ISIA) სტანდარტები, თხილამურებზე სრიალის პროფესიონალ მასწავლებლად ჩამოყალიბების კრიტერიუმები (სტანდარტები, ტესტები და გამოცდები, ოფიციალური აღიარება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და ა.შ.).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი: „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის შვეიცარულ მოდელს გავეცანით. რა ინსტანციები არის ჩართული სახელმწიფოს მხრიდან, რათა დაარეგულიროს და კანონის ფარგლებში მოაქციოს სათხილამურო ინსტრუქტორების პროფესია და სათხილამურო ინსტრუქტორთა სკოლა. მსგავსი სემინარების ჩატარება უმნიშვნელოვანესია, როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებლა, ასევე სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100