სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს თქვენი მეგობრების გარკვეული ნაწილი რჩევებს დაგეკითხებათ. კარგი იქნება მათ უარით თუ არ გაისტუმრებთ და გარკვეულ დროს, მათი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას თუ დაუთმობთ.

კურო: დღეს თქვენი კოლეგები თქვენდამი მცირე უხეშობას გამოამჟღავნებენ, ეს თქვენი გაბრაზების მიზეზად იქცევა. კარგი იქნება საკუთარი თავის კონტროლს თუ შეძლებთ. არ დაუშვათ ისეთი შეცდომა, რასაც სამომავლოდ აუცილებლად ინანებთ.

ტყუპები: დღეს უხასიათობა და დეპრესია შემოგიტევთ. ეცადეთ მსგავსი განწყობა დაძლიოთ. კარგი იქნება სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, გამონთავისუფლებულ დროს მეგობრების წრეში თუ გაატარებთ.

კირჩხიბი: დღეს მოულოდნელი სიახლეები გელით. ეს ყოველივე თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება. ეცადეთ დეტალებს ძალიან არ ჩაუღრმავდეთ, რადგან ეს ყოველივე ენერგიის ფუჭი ხარჯვა აღმოჩნდება.

ლომი: გიყვართ, როცა დასახულ მიზანს დაუბრკოლებლად აღწევთ. დღეს გეგმების შესასრულებლად საუკეთესო დრო არ არის. ეცადეთ დაისვენოთ და მომავალი დღეებისთვის მაქსიმალურად მოიკრიბოთ ენერგია.

ქალწული: თუ გარკვეული სიტუაცია არ ვითარდება ისე, როგორც თქვენ გსურთ, კარგი ქინება სიმტკიცეს თუ გამოიჩენთ და ამის გამო დეპრესიას თუ არ მისცემთ თქვენი დაძლევის უფლებას.

სასწორი: დღეს თქვენს დაბნეულობას თავზე დატეხილი სიახლეები გამოიწვევს, ვერ მიხვდებით როგორ გადაჭრათ ესა თუ ის საკითხი, ამიტომ კარგი იქნება, რჩევას თქვენზე კომპეტენტურ ადამიანებს თუ დაეკითხებით და ისე იმოქმედებთ.

მორიელი: შესაძლოა დინების მიმართულებით ცურვა ძალიან სასიამოვნოა, თუ ასე ცხოვრებას მიეჩვევით სამომავლოდ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა ძალიან გაგიჭრდებათ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება გამუდმებული ბრძოლაა და უაღრესად დიდი სიმტკიცის გამოჩენაც აუცილებელია.

მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენი მხრიდან გარკვეულ რისკს მოითხოვს, ამიტომ კარგი იქნება თუ სირთულეებს მტკიცედ დაუხვდებით, ნუ შეშინდებით და ყოველივე კარგად იქნება.

თხის რქა: დღეს უხასიათობა შეგაწუხებთ, შესაძლოა შეგაშინოთ საკუთარმა პრობლემებმა. ამიტომ, კარგი იქნება სამუშაო დღის ბოლოს დახმარებას მეგობრებს თუ სთხოვთ.

მერწყული: დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი იქნება ამისათვის ბრძოლას დღეიდანვე თუ დაიწყებთ და სამომავლოდ არ გადადებთ, რადგან რამდენიმე დღეში შესაძლოა ეს სურვილი საერთოდ დაივიწყოთ კიდეც.

თევზები: დღეს სრულ მარტოობაში მოგინდებათ დღის გატარება. ეს ძალიან კარგია, რადგან თქვენს ხასიათზე დადებითად იმოქმედებს, მოახერხებთ საკუთარი ცხოვრების წესს დაუკვირდეთ და პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზები დასახოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100