სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძე: „პრეზიდენტისგან ახალ ინიციატივებს ველოდები“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში, დღეს 20 საათზე, წლიური ანგარიშით წარსდგება. თავის ერთსაათიან გამოსვლაში ის 2011 წლის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებზე, მიღწევებსა და შედეგებზე ისაუბრებს.

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ტრადიციულ მოხსენებაში გააჟღერებს მნიშვნელოვან ახალ ინიციატივებს, ასევე მიხეილ სააკაშვილი თავის მოხსენებაში ყურადღებას გაამხვილებს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე.

"პრეზიდენტი შეეხება ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც დღეს აქტუალურია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. როგორც წესი, პრეზიდენტი ყოველთვის იყენებს საპარლამენტო ტრიბუნას და ამ გამოსვლას სამომავლო გეგმების გასახმოვანებლად. ამიტომ, ალბათ, ერთის მხრივ, უნდა ველოდოთ მის შეფასებებს ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, უნდა ველოდოთ ახალ ინიციატივებს, რომლებიც უკვე შემდგომში გახდება მთავრობისა და პარლამენტის პრაქტიკული სამოქმედო გეგმა",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისათვის, ეს მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში რიგით მეათე გამოსვლაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100