სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არიან სამტრედიაში ავარიის შედეგად გარდაცვლილები

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი და ტაქსის მძღოლი სენაკის მკვიდრები იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც სამი პირი ზუგდიდიდან იყო, ტაქსს შეეჯახა.

შვილი ლილი ბაღათურიას ონკოავადმყოფი დედა ტაქსით საავდმყოფოში მიჰყავდა, რა დროსაც მათ სამტრედიაში მსუბუქი მანქანა დაეჯახათ.

თვითმხილველის ინფორმაციით, ლილი ბაღათურია და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ლილის დედა საავადმყოფოში.​ ბაღათურიებსსენაკში ცნობილი საკონდიტრო „აპეტიტო“ აქვთ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.


წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100