13 წლის ასაკიდან ფეხებწართმეული ქალი ველოსიპედისტთან შეჯახებამ განკურნა
ჰოლანდიელი მონიკა ვან დერ ვორსტი 13 წლის იყო, როცა მიღებული ტრავმის შედეგად ფეხები წაერთვა. მაგრამ მიღებულ ტრავმას ხელი არ შეუშლია მისთვის, ჰენდ საიკლინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გამხდარიყო.
გასული წლის გაზაფხულზე, როცა მონიკა ინვალიდის ეტლით 2012 წლის პარაოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა, მას ველოსიპედისტი შეეჯახა და სასწაული მოხდა: შეჯახების შედეგად 27 წლის სპორტსმენის ფეხებს მოძრაობის უნარი დაუბრუნდა...
ამჟამად ქალი უკვე ველოსიპედზე გადაჯდა. მეტიც - სულ ცოტა ხნის წინ იგი Rabobank-ის ქალთა გუნდშიც აიყვანეს. ასე რომ, ფარ-ხმლის დაყრა არ ღირს - სასწაული იშვიათად, მაგრამ ნამდვილად ხდება!
კომენტარი