ეკატერინბურგში ცნობილი რუსი მოკრივე ნოკაუტის შემდეგ გონსმოუსვლელად გარდაიცვალა (ვიდეო)
ეკატერინბურგში, WBC Asian Boxing Council ტიტულით, საშუალო წონით კატეგორიაში მიმდინარე ორთაბრძოლა რომან სიმაკოვსა და სერგეი კოვალიოვს შორის, რომელიც 5 დეკემბერს ჩატარდა, ტრაგედიით დასრულდა: მეშვიდე რაუნდში მიღებული ნოკაუტის შემდეგ სიმაკოვი რინგზე გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე რაუნდში ორივე მოკრივე აქტიურობდა და მათი შანსები თანაბარი იყო, შემდეგ რაუნდებში უპირატესობა კოვალიოვმა მოიპოვა და სიმაკოვს თავში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა. მეექვსე რაუნდზე მიღებული ნოკდაუნის შემდეგ სიმაკოვი, ფაქტობრივად, ბრძოლაში ვერ მონაწილეობდა, თუმცა, მსაჯებმა შეხვედრა მაინც არ შეწყვიტეს.
ნოკაუტის შემდეგ სიმაკოვთან ექიმთა ბრიგადა გაჩნდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ სპორტსმენის გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.
ბმული ვიდეოზე: პირდაპირი რეპორტაჟი რინგიდან (სრული ორთაბრძოლა)
კომენტარი