სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა. იქამდე, 2 ნოემბერს, იგივე საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40 აბი მეტადონი აღმოიჩინეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძება - შენახვას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100