სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიქტორ სანიკიძე "ევრობასკეტის" საუკეთესო ათეულში მოხვდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე "ევრობასკეტის" საპატიო ათეულში მოხვდა, - ამის შესახებ "ევრობასკეტის" საიტი იუწყება.

"ევრობასკეტის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ლიტვაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალი. ტურნირის ყველაზე ღირებულ კალათბურთელად ხუან კარლოს ნავაროა დასახელებული. მასვე ერგო საუკეთესო უკანახაზელის ტიტული. #1 ფორვარდი ანდრეი კირილენკოა, ხოლო ცენტრი - პაუ გასოლი. ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელად ესპანელთა დამრიგებელი სერხიო სკარიოლო აღიარეს.

ამას მოსდევს სამი სიმბოლური ნაკრები და საპატიო ათეული: ვიქტორ სანიკიძე (საქართველო), ანტონის ფოცისი (საბერძნეთი), ანტე ტომიჩი (ხორვატია), ტომას კელატი (პოლონეთი), ანდრეა ბარნიანი (იტალია), ლიორ ელიაჰუ (ისრაელი), გორან დრაგიჩი (სლოვენია), მარკ გასოლი (ესპანეთი), მირზა ტელეტოვიჩი (ბოსნია), რიჩარდს კუკსიკსი (ლატვია).

ვიქტორ სანიკიძის საჩემპიონატო წარმატებას კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი დაემატა, მას მადრიდის "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. "სამეფო კლუბში" სანიკიძის ტრანსფერზე საუბარი 2010-შიც იყო, მაგრამ მაშინ შეთანხმება არ შედგა. რამდენად სერიოზულია მადრიდელების ქართველისადმი ინტერესი, მალე გამოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100