თანამედროვეობის სენი, რომელსაც ადამიანი თვითმკვლელობამდე მიყავს
ამონარიდი ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებიდან „ძმები კარამაზოვები“
„ყოველი ადამიანი ახლა იმას ცდილობს, ირგვლივმყოფთ გამოეყოს. უნდა საკუთარ თავში შეიგრძნოს სიცოცხლის სისავსე, მაგრამ სავსე ცხოვრების ნაცვლად თვითმკვლელობას სჩადის, რადგან საკუთარი არსებობის სისავსის განსაზღვრის მაგივრად სრულ მარტოობაში რჩება.
ჩვენს საუკუნეში ყველა ერთეულებად ცალკევდება, თავის სოროში მიძვრება, მეორეს გამოეყოფა, იმალება და მალავს ყველაფერს რაც გააჩნია, ბოლოს კი იმით ასრულებს, რომ როგორც თვითონ გაურბის და განერიდება ხალხს, ასევე განერიდება მასაც ხალხი.
თავისთვის მარტო განცალკევებით აგროვებს ქონებას და უხარია, რომ ძლიერია და უზრუნველყოფილი, მაგრამ ის კი არ იცის უბედურმა, რომ რაც მეტს აგროვებს, მით მეტად უძლურდება. რადგან მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნას მიეჩვია, მთლიანს გამოეყო, სული გამოიწრთო, რომ სხვათა დახმარების, ადამიანებისა და კაცობრიობის იმედი არ ჰქონოდა და მხოლოდ იმაზე ზრუნავს მოპოვებული ქონება და უფლებები არ გაეფანტოს.
ადამიანის გონი თანდათან ყველგან ცდილობს ამპარტავნულად არ შეიმეცნოს, რომ ჭეშმარიტი პიროვნული უზრუნველყოფა, არა პირად, განცალკევებულ ძალისხმევაში მდგომარეობს, არამედ საერთო საკაცობრიო მთლიანობაში.
მაგრამ უცილობლად მოაღწევს ჟამი, როცა ეს საშინელი განცალკევებაც დასრულდება და ყველა ერთად მიხვდება, რამდენად არაბუნებრივად დაშორდნენ ერთმანეთს. ამასაც დრო მოიტანს და გაოცდებიან ადამიანები, ასე დიდხანს რომ ისხდნენ წყვდიადში და ნათელს ვერ ხედავდნენ.“
კომენტარი