სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა

ხობის მუნიციპალტეტის სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა.

დაჭრილია 61 წლამდე მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება.

ბრალდებული ძმა დაკავებულია. დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამამ კლინიკაში გადაიყვანა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100