სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილ საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევრებს აჯილდოებს

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, მწერალთა სახლში (ი. მაჩაბლის #13) გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, მედია კონკურსის „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. გამარჯვებულები 28 მონაწილეს შორის შეირჩნენ და დაჯილდოვდნენ შემდეგ კატეგორიებში: ა) სატელევიზიო სიუჟეტი - ლილი (ხატია) ალფაიძე - Business Media Georgia; ბ) რადიო - ნინო ხუგაშვილი - რადიო იმედი; გ) სტატია - შორენა ლაბაძე - ჟურნალი “გზა” (პალიტრა მედია ჰოლდინგი); დ) მულტიმედია - ანა კობაიძე - www.newposts.ge; ე) ბლოგი - მარიკა (მარინე) მჭედლიძე - Forbes Georgia.
მედია კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). მისი მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება. კონკურსში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით.
მედია კონკურსის პარტნიორმა კომპანიამ Japan Tobacco International (JTI) გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის საკუთარი რჩეული 2 ჟურნალისტი, შორენა ლაბაძე (სტატია) და ანა კობაიძე (მულტიმედია), შეარჩიეს, რომლებიც კომპანიის მხარდაჭერით მაისში გამართულ European Newspaper Congress-ზე გაემგზავრებიან.
დაჯილდოების ცერემონიის სტუმართა შორის იყვნენ მედია პროფესიონალები თბილისსა და საქართველოს რეგიონებიდან, საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ეკა ურუშაძე კონკურსის შესახებ: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის სწორი გააზრება და მისი დანერგვის სტიმულირება, რადგანაც მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.“

კონკურსის შესახებ: ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, CSRDG აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული მედია ტრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე. დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორებმა 2019 წლის ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი და მედიისათვის ტრენინგების მომდევნო ციკლი დააანონსეს.
პროეტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის. CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100