HUAWEI P30 სერიის ახალი რეკორდი
HUAWEI P30 სერია ახალ რეკორდებს ამყარებს - უახლესმა მოდელებმა კომპანიის გაყიდვების ისტორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და წარდგენიდან სულ რაღაც 85 დღეში გაყიდვების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმარციას ადასტურებენ HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფშიც. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ წინა რეკორდი 62 დღით გააუმჯობესა.
„10 მილიონი გაყიდული ერთეული წარდგენიდან 85 დღეში“ - ამის შესახებ MWC-ს შანხაის გლობალურ სამიტზე, HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის
პრეზიდენტმა, გაყიდვების ხაზის მიმართულებით, კევინ ჰომ განაცხადა: „იმაზე სწრაფად, ვიდრე
ეს მოხდა 2018 წელს, P20 სერიის გაყიდვების მოცულობამ 10 მილიონს გამოშვებიდან 147 დღეში, მიაღწია. წელს კი, ამ შთამბეჭდავი
ციფრის მისაღწევად 62 დღით ნაკლები დაგვჭირდა“.
HUAWEI -ს უწყვეტი ინოვაციების
წყალობით, P30 სერია მომხმარებლებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ შესაძლებლობებს სთავაზობს
- ულტრამგრძნობიარე, ლეიკასთან ერთად შექმნილი
4 ძირითადი კამერა, 10x ჰიბრიდული ზუმი, ულტრა-გამძლე ელემენტი და ფერების სრულიად
ახალი არჩევანი. წამყვანმა საერთაშორისო მედიამ P30 სერიას „2019 წლის საუკეთესო კამერაფონის“
წოდება მიანიჭა.
კომპანიის მონაცემით, ბოლო წლების მანძილზე, HUAWEI -მ 480 მილიარდ ჩინურ
იენზე მეტი ინვესტიცია ჩადო ტექნოლოგიურ განვითარებაში და პარტნიორობაში, როგორც პროგრამულ
ისე ტექნიკურ მომწოდებლებთან. სწორედ ამ მიდგომებმა გახადეს HUAWEI ერთ-ერთი წამყვანი
კომპანია ახალი ტექნოლოგიებისა და სმარტფონების ინდუსტრიაში. HUAWEI -ში მიაჩნიათ, რომ უწყვეტი ინოვაცია, და ამ მიმართულებით
ინვესტირება, კიდევ უფრო განავითარებს მათ პროდუქტებს და მისცემს საშუალებას მომხმარებელს
შესთავაზოს საუკეთესო, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებლის ლოიალობაზეც.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.
HUAWEI Consumer BG არის
HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი