სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მონაზვნები მაკვირდებოდნენ, ბავშვს არ ვატანდი არავის სამშობიაროში" - რატომ დასჭირდა ანუკი არეშიძეს ფსიქოთერაპევტი

ცნობილმა დიზაინერმა აღიარა, რომ ფსიქოთერაპიაზე იარა. რა გახდა ამის მიზეზი და რატომ იყო ცუდად, არეშიძემ მარი ნაკანთან ისაუბრა.
თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ფოტოგრაფ მარი ნაკანის „instagram ლაივში“ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა, რომელიც ქალების უმეტესობას აწუხებს. ანუკი არეშიძის თქმით, არასდროს ამბობს რა სწყინს, გულში იგროვებს წყენას და ამის გამო ფსიქოთერაპიაზეც კი იარა.

„მეოთხე ბავშვის მერე ალბათ ბევრ ქალბატონს ჰქონია მშობიარობის შემდგომი სტრესი, ოღონდ ეს როგორი სტრესი იყო იცით? ვერ აგიხსნით. ყველაფერზე ვტიროდი, ვნერვიულობდი. ბავშვს ერთი ღამე ძიძასთან არ დაუძინია. მოხდა ისე, რომ მილანში წავედი და თავს ამის გამო დამნაშავედ ვგრძნობდი. მე სადაც ვიმშობიარე ეს იყო მარიამ ღვთისმშობლის სამშობიარო და იქ იყვნენ მონაზვნები და მაკვირდებოდნენ, ბავშვს არ ვატანდი არავის. რომ ჩამოვედი ჩემმა მეგობარმა მითხრა, ფსიქოთერაპიაზე მევლო და ამან ძალიან მიშველა, 3 თვეში გავმაგრდი“, - ამბობს დიზაინერი.

მისი თქმით, სტრესი ძალიან მოქმედებს ქალებზე. ფსიქოთერაპევტმა ურჩია, რომ წყენა არ დაიგროვოს, რადგან 40 წლის ასაკიდან რა დაავადებებიც ქალებს უჩნდებათ, ყველაფერი ეს არის დაგროვილი წყენები, ნერვიულობა და სტრესი.
„ეს ყველაფერი უნდა გამოუშვათ და ვეცადოთ ყოველთვის, რომ ვიყოთ ლამაზად, ჩვენი თავი მოგვწონდეს, მუდამ გავცეთ დადებითი ენერგია და ის მუდამ უკან ბრუნდება“, – განაცხადა ანუკი არეშიძემ.

თბილისის მერს კახა კალაძეს და ცნობილ დიზაინერს ანუკი არეშიძეს გუშინ ქორწინების 12 წლის იუბილე ჰქონდათ. შარშან ამ დროს წყვილმა ქორწინება ეკლესიურადაც დააკანონა და გრემში ჯვარი დაიწერა.




კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100