2011 წლის 24 სექტემბერი, შაბათი: ტალინში წითელი არმია გამოჩნდა (ვიდეო)
შაბათს, დილით, ტალინის ძველი უბნის ქუჩებში წითელარმიელები გამოჩნდნენ. შეშინებულმა ფინელმა ტურისტებმა დახმარებისთვის მაშინვე პოლიცია მიმართეს, მაგრამ პოლიცია მათ არ დაეხმარა: პოლიციამ იცოდა, რაც ხდებოდა...
ყველაფერი ზუსტად ისევე იყო, როგორც 70 წლის წინათ, როცა 1941 წელს ტალინი ფაშისტებმა აიღეს, პანიკაში ჩავარდნილმა წითელმა არმიამ კი უკან დაიხია. ამ ისტორიას პროდუსერი, რეჟისორი და ოპერატორი, ოლეგ ბესედინი იღებს. ის ამბობს, რომ მის მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში უამრავი, აქამდე უცნობი დეტალი იქნება გამჟღავნებული.
რეჟისორის თქმით, ფილმი „გარღვევა“, რომლის გადაღება მალე დასრულდება, თავისუფალია იდეოლოგიური პროპაგანდისგან და, ძირითადად, ფინეთის ყურეში განვითარებული ტრაგიკული ბრძოლების შესახებ მოუთხრობს მაყურებელს.
კომენტარი