სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 წლის გოგონამ თავი პარალიზებული მამის თვალწინ მოიკლა

მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა. საცხოვრებელი ბინის მეცამეტე სართულის სამზარეულოს ფანჯრიდან მეცხრე კლასის მოსწავლე გადმოხტა და თავი მოიკლა. მიღებული დაზიანებების გამო, 1996 წელს დაბადებული გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მეცხრეკლასელი ქალიშვილისთვის მამას სუიციდის ჩადენაში ხელის შეშლა შეეძლო, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რეაგირება ვერ მოახდინა. მამა პარალიზებულია, შვილმა კი მის თვალწინ მოიკლა თავი.

„რიტა ჩემგან სულ რამდენიმე მეტრით იყო მოცილებული. მაგრამ მე მისი შველა ვერ შევძელი. ხოლო როცა იგი ფანჯარაზე ავიდა, დავუყვირე: „რიტა, რას შვრები?“ იგი კი ისე გადახტა, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს...“ - აღნიშნავს გარდაცვლილის მამა.

სერგეი ივანოვიჩის თქმით, მან საკუთარ შვილზე უკანასკნელი დროის მანძილზე არც თუ ისე ბევრი რამ იცოდა.

„რიტას შედარებით აქტიური ურთიერთობა დედასთან ჰქონდა, ჩემთან ნაკლებად, რადგან მე და რიტას დედა განქორწინებულები ვართ. მე კი მის აღზრდაზე პასუხისმგებლობის აღება არ შემეძლო, რადგან ამაში ხელი ჩემმა დაავადებამ შემიშალა. მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ, არც ვმუშაობ და შემოსავალიც ძალიან მცირე მაქვს, ამიტომ ჩემი ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი ნაკლებად ურთიერთობდნენ ჩემთან. მე რიტაზე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი...“- განაცხადა შვილის თვითმკვლელობის შემსწრე მამამ.

ჯერჯერობით სუიციდის მოტივი უცნობია. თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგონა სკოლიდან გაღიზიანებული დაბრუნდა.

„იგი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მამა მაპატიეო, თავიდან ვერ მივხვდი რას გულისმობდა, ამ სიტყვების შემდეგ კი იგი ადგა და ოთახის კარი მაგრად გაიხურა. ახლა ვხვდები, რომ ეს იყო ჩემი და ჩემი ქალიშვისლი უკანასკნელი საუბარი. შესაძლოა მე რომ შედარებით გულთბილად მივდგომოდი მის სიტყვებს, ამით დახმარების ხელიც კი გამეწია მისთვის და ჩემი ქალიშვილი თავს აღარ მოიკლავდა“, - ამბობს სასოწარკვეთილი სერგეი ივანოვიჩი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100