სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდი და +28 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი და უმეტესად მზიანი დღე, ღამით კი +10 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +22 გრადუსსა და უნალექო დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში +23 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღე და +26 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +10 იქნება. სოხუმში უმეტესად მზიანი მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +17 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამითაც +5 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით +25 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ახალციხეში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

უმეტესად მზიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარა ბაკურიანშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

გორშიც უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +10 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. მცირე ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში მზიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება, შესაძლებელია ქარის მატება.

რუსთავში დღისით ჰაერის +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი და ძლიერი ქარი არის ნავარაუდევი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი და დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100