500 ლარიანი ჯარიმა - ცნობილია, რა სანქცია დაეკისრება მოქალაქეს, რომელიც პირბადის მოხმარების წესს დაარღვევს
პირბადის ტარების დარღვევის გამო საკოორდინაციო საბჭო არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს და შესაბამისად გაიზარდოს საჯარიმო სანქციები.
თუ თქვენ არ გამოიყენებთ თავშეყრის ადგილებში ნიღაბს, კანონპროექტის მიხედვით, დახურულ სივრცეში პირბადის არქონის გამო ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით.
თუ დარღვევების ტენდენცია გაიზრდება არ არის გამორიცხული, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო გაიზარდოს.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პირბადეების გამოყენების მიმართულებით ღონისძიებებს გაამკაცრებენ.
„პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც რჩება – პირბადეების გამოყენებაა და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარი