სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში ლოკოკინების ფერმა გაიხსნება

10 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი აგრო მეურნეობის წახალისებას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბაშაში 1 ჰა ტერიტორიის ფართობზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება. პროექტს შპსაისბერგიახორციელებს. ფერმის ამოქმედების შემდეგ ფერმაში წელიწადში 7 ტონამდე ლოკოკინას მოყვანა იქნება შესაძლებელი. ლოკოკინას გამოყენება მოხდება როგორც სამკურნალო მიზნებისათვის, ასევე დელიკატესის სახით და ის ექსპორტზე იტალიაში გავა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტი ძალიან საინტერესოა იმით, რომ კომპანია წარმოებული პროდუქციის, ამ შემთხვევაში ლოკოკინის, საერთაშორისო ექსპორტზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100