გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში დამკვირვებლებს შორის კონფლიქტი მოხდა
გურჯაანის მე-12 საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის ერთი საჩივარი დაიწერა.
საჩივარი 26-ე სარჩევნო უბანზე დაიწერა და მისი ავტორი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის“ საერთაშორისო საზოგადოების დამკვირვებელია.
უბანზე კონფლიქტი დამკვირვებლებს შორის დაიწყო. ადგილზე მივიდა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილიც.
ჩუთლაშვილის გადაწყვეტილებით, თამარ სიბაშვილი კომისიის წევრების უფლება-მოვალეობებში ჩარევის გამო, უბნიდან გააძევეს, ხოლო „ქართული ოცნების“ ორ დამკვირვებელს იმავე მიზეზით გაფრთხილება მიეცა.
დაძაბულობა იყო ამავე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრების” წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელს მიუთითა, რომ ის ხმის მისაცემ კაბინასთან ძალიან ახლოს იდგა და შეეძლო დაენახა, თუ რომელი კანდიდატი შემოხაზა ამომრჩეველმა. დამკვირვებელმა კი, განაცხადა, რომ კანონის დაცვით, კაბინიდან ორ მეტრში იდგა. ს
სიტუაცია უბნის თავმჯდომარემ განმუხტა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს სთხოვა, უფრო მეტად დასცილებოდა ხმის მისაცემ კაბინას.
კომენტარი