ეს ქალბატონი 2 თვის წინ ქმარმა გაიტაცა და სასტიკად ცემა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვინმე თამუნა იარაჯულის პოსტ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ეს ქალბატონი 2 თვის წინ ქმარმა გაიტაცა და სასტიკად ცემა. ჩაუტარდა ოპერაციები, გუშინ ამ ქალბატონს დაუკავშირდა ქმრის ადვოკატი და გარეთ გასვლა თხოვა, ქალბატონი გავიდა ადვოკატი ნასვამი დახვდა და აღმოჩდა რომ ქმარი გამოსული ციხიდან რამოდენიმე საათის სახლთან დახვდა, სასამართლოს ანუ მოსამართლეს 2000 ლარი გირაოთი გაუნთავისუფლებია, ქალბატონმა როდესაც დაინახა ქმარი შიშისგან იქვე მდებარე სუპერმარკეტ ფრესკოში კივილით შევარდა, მისდევდა ქმარი ყვრილით და ეს გოგო მუცლით დაცემულა, ვეკითხები იმ ქალბატონ მოსამართლეს რასუშვებით ამ ქალის 5 შვილს რატომ არ აფრთხილებთ, ან შემაკავებელს არ აყოლებთ, ესეთ დამნაშვაეს ეს გოგო არის ფსიქიკურად ცუდათ!!!! გუშინდელი ღამის შემდეგ მეტყველება აფსოლიტურად დაერღვა, გამოვიძახეთ პატრული და უთხრა თუარ შეგხებია ეს დანაშაული არ არისო შემდეგ მოვიდა პოლიცია და იმედს ვიტოვებ რამე ზომებს მიიღებენ, ეს ქალბატონი იმყოფება მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ყველგან ელანდება ქმარი და მას ჭირდება დახმარება პოლიციის და სასამართლოს მხრიდან !!!! ოდესმე გააუქმებთ ამ კანონს რომ გირაოთი ასეთ დამნაშავებს უშვებთ თუ გვამები გაკლიათ? ხაზს უსვამ ქალი მოსამართლე რომელსაც ხელთ ქონდა 2 თვის უკან რა დაზიანებები მიაყენა ამ ადამინმა და რატომ უშვებთ რატომ?
კომენტარი