სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წიგნები ჯეპრას პიარ კონსულტანტებისგან

„ჯეპრას“ უფროსი პიარ კონსულტანტის, კახა მაღრაძის ელექტრონული წიგნები: „ვირტუალური ფლირტი და სხვა“, „3 ამბავი“ და „პიარის პიარი ცხონდაო“ უკვე saba.com.ge-ზეა და მისი წაკითხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს არის, პროფესიული ლიტერატურა პიარზე, სოციალურ ქსელებზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი ბლოგპოსტები ვირტუალურ ცხოვრებასა თუ რეალურ ყოფაზე, სოციალურად მწვავე და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემებზე.

„აბა, ინტერნეტში მნახე, ვინა ვარ!“ - ასე იწყება „ვირტუალური ფლირტი და სხვა“ . სახალისო ენით დაწერილი ბლოგპოსტები ინტერნეტზე, ფეისბუქზე, გუგლსა და ზოგადად, ჩვენს ვირტუალურ ყოფაზე, ზოგს ჩააფიქრებს, ზოგიერთიც საკუთარ თავს ამოიცნობს, აღმოჩნდებიან ისეთებიც რომლებიც უბრალოდ „გაატარებენ“ . ავტორი არც სოციალურად მწვავე თემებს ივიწყებს - პოლიტიკა, ეკოლოგია, საზოგადოებრივი აზრი… ის ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით აქტუალურია მსოფლიოს ვირტუალურ ქსელსა თუ რეალურ ცხოვრებაში, სწორედ ამ წიგნშია.

მოგონებები, მოსაზრებები და მოკლე ამბები დიდ თემებზე... „სამი ამბავი ლუდზე“, „სამი ამბავი გლობალურ ქსელზე“, „სამი ამბავი მომსახურებაზე“, „სამი ამბავი კინოზე“, „სამი ამბავი სექსზე“და კიდევ რამდენიმე „სამი ამბავია“ ამავე სახელწოდების წიგნში.

„პიარის პიარი ცხონდაო“ - ეს ავტორის საყვარელი გამონათქვამია და ამავე სახელწოდებისაა მესამე ელექტრონული წიგნიც. პროფესიული რჩევები, მედიასთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, სოციალური პასუხისმგებლობა... ყველა ის თემა, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალმხრივ და საინტერესო სფეროს მოიცავს, დამახასიათებელი იუმორითა და ცოცხალი, თანამედროვე ენითაა დაწერილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100