სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნულმა კინოცენტრმა და წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ერთობლივი კონკურსი გამოაცხადეს

ეროვნული კინოცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცხადდა ერთობლივი კონკურსი სცენარის განვითარებაზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს ეძღვნება.

კონკურსის პირობებთან დაკავშირებით 9 სექტემბერს, 12 საათზე მწერლის სახლში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე და წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი - დეა მეტრეველი უძღვებოდნენ.

კონკურსის მიზანია, შეირჩეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 5 სცენარი, რომელთა განვითარებისთვის კინოცენტრი გამოყოფს საკონკურსო ფონდს 75 000 ლარის ოდენობით.
ავტორებს აქვთ თავისუფლება თემის, ჟანრის, ეპოქის არჩევაში (დღევანდელობის ჩათვლით). შესაძლებელია, როგორც ლიტერატურული ნაწარმოების ადაპტაცია, ასევე ისტორიული ფაქტების ასახვა - რეალური თუ შეთხზული, ცნობილ თუ უცნობ გმირთა თავგადასავლები. მთავარია, აისახოს ადამიანის მსახურება იდეალისადმი.

კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია სემინარის მოწყობაც, რომელშიც მონაწილეობას ისტორიკოსები, ლიტერატურის მცოდნეები, სცენარისტები, რეჟისორები და პროდიუსერები მიიღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100