რძიანი ყავის კოქტეილი
მასალა:
3 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 3 სუფრის კოვზ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 3 ჩაის ჭიქა ადუღებული და გაციებული რძე; ჩავყაროთ 3 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა და მიქსერით კარგად გავთქვიფოთ. კოქტეილი ჩავასხათ მაღალ დიდ ჭიქებში და ჩავაგდოთ თითო ნაჭერი ყინული.
კომენტარი