სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ დაავადების დროს სექსი მხოლოდ 1-1,5 წუთი გრძელდება და ეს მამაკაცთა 65%-ს აღენიშნება

ნაადრევი ეაკულაცია (თესლის დაღვრა) საკმაოდ პრობლემური დაავადებაა, როგორც მამაკაცისათვის, ასევე მისი პარტნიორისათვის. ნაადრევი ეაკულაცია ძლიერი სქესის თითქმის 65% აღენიშნება. ამ დაავადების დროს ხშირად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს.


რა თქმა უნდა, ამ მცირე პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია მიაღწიო პარტნიორის დაკმაყოფილებას.
ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობისას იკარგება მრავალი თვე და წელი, და ამ ყველაფერს არასწორად უკავშირებენ ინფექციებს, პროსტატიტს და ა.შ. - შესაბამისად შედეგი თითქმის არ არის.

სინამდვილეში ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი მდგომარეობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანებაში (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად მკურნალობა მდგომარეობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნაში, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე.

გარდა ამისა ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებულია სპეციალური მალამოები, რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება.

სპეციალური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3 – 13 ჯერ. მკურნალობის ეფექტი ჩნდება 1 – 2 კვირის თავზე, ხოლო შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100