სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანის დახასიათება კორეული ჰოროსკოპით

23.12 - 11.01 ჩაუ - ჩაუ - სიმპატიურია, კარგი აღნაგობის, თუმცა სიმაღლით არ გამოირჩევა. მომხიბვლელი და გულიანია, განაწყობს სიყვარულზე ფიქრისთვის სხვებს, მაშინაც კი, როცა თავადაც არ ფიქრობს ამის შესახებ.

მგრძნობიარეა, სიყვარული აინტერესებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ხშირად თანხმდება ქორწინებას ისე, რომ არ განიცდის დიდ გრძნობას პარტნიორის მიმართ. თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მრავალმხრივები არიან და რა თქმა უნდა არც დიდ გრძნობაზე და სიყვარულზე ამბობენ უარს, თუ მოახერხეს გემოვნებისა და სულიერების შერწყმა.

ჩაუ-ჩაუ სიყვარულში ძალიან ერთგულია (როგორც ქორწინების შემდეგ, ასევე ქორწინებამდეც და ხშირად განქორწინების შემდეგაც კი).

უანგარო და უყაირათოა, ადვილად ტყუვდება, ძალიან გულუხვია, შეუძლია თავად მოიკლოს და სხვებს დაეხმაროს.

ცხოვრობს ყოველდღიურობით და ნაკლებად ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. იმქვეყნიური ცხოვრების სამოთხეს, ამქვეყნიური ცხოვრებით დაკმაყოფილება ურჩევნია. გააჩნია დიდი ფანტაზიის უნარი, უყვარს ფილოსოფოსობა და შეჰხარის ცხოვრებას ისე, რომ არ ცდილობს არც ვინმეს გაკვირვებას, და არც დარწმუნებას.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ნუ იფიქრებთ, რომ ჩაუ-ჩაუ ქარაფშუტაა. იგი გამოირჩევა ინტელიგენტურობით, საზრიანობით და ლოგიკურობით. გააჩნია მიდრეკილება მეცნიერების მიმართ, კითხულობს ყველაფერს, რაც მის ინტერესთა სფეროში შედის. ფლობს ღრმა ცოდნას, თუმცა არ ცდილობს ამით ვინმე განაცვიფროს.

უყვარს მრავალფეროვნება ემოციონალურ სფეროებში. მონოტონურობა მის მოწყენას იწვევს, მაშინაც კი როცა ბედნიერია. არა აქვს მნიშვნელობა ქალია თუ მამაკაცი, უყვარს დროდადრო საკუთარ ცხოვრებაში რამე გაართულოს.

ჩაუ-ჩაუს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ემოციურობა, გულიანობა, ინტელექტუალურობა, მსჯელობისადმი მიდრეკილება, ლოგიკურობა, ანალიტიკური ჭკუა

12.01 - 31.01 ავჩარკა ლამაზია, თუმცა მის სილამაზეს ცივი, მკაცრი ელფერი დაჰკრავს. უყვარს ძველებური სამკაულები, ბინდბუნდი და სუნამოების მსუბუქი სუნი. აგრეთვე ძველებური და დიდებული დღესასწაულები.

ავჩარკა კაპრიზულია, მასთან ურთიერთობა ერთობლივი ცხოვრების შემთხვევაში არც ისე ადვილია.

განვითარებული აქვს განკერძოებისა და განცალკევების გრძნობა, ამიტომ ხშირად დიდ კოლექტივშიც კი თავს მარტოსულად მიიჩნევს. ნაკლებად ექვემდებარება სხვის გავლენას, თუმცა იშვიათად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს. არ გამოირჩევა მჭევრმეტყველებით და მხიარულებით. ძალიან ამაყია, დაჟინებულია, როცა საქმე დასახული მიზნის მიღწევას ეხება.

სიყვარულში იშვიათადაა დაკმაყოფილებული, მომთხოვნი და სიტყვაძუნწია. იცის რა საკუთარი ღირსებების შესახებ, ყოველთვის სურს მეტი მიიღოს ცხოვრებისგან და ხშირად აღწევს კიდეც ამას. ხდება ხოლმე, როცა მას გონის დაკარგვამდე უყვარდება, ასეთ დროს მისი სიყვარული უსაზღვროა.

ძალიან ჭკვიანია, ფლობს ანალიტიკურ ნიშან-თვისებებს, მიდრეკილია მეცნიერებისადმი, თუმცა ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებას. ხდება ხოლმე, რომ მოღვაწეობს სფეროში, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მის სპეციალობასთან და მიდრეკილებებთან, თუმცა საქმეს მთელი სერიოზულბით ეკიდება და გარკვეულ სიმაღლეებსაც აღწევს საკუთარი კეთილსინდისიერებისა და სკურპულიოზურობის ხარჯზე.

თუ ავჩარკა სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შორის არჩევანის წინაშე დგას, ყოველთვის ირჩევს ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას. შეიძლება ითქვას, რომ როგორც სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის სირთულის შექმნა მათი მოწოდებაა.

ეთილშობილია, რაც არ უნდა მოხდეს, მასზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება, ნებისმიერ სიტუაციაში იგი ინაჩუნებს და არ კარგავს იმედსა და რწმენას. იდი ყოველთვის დგას წვრილმანებზე მაღლა, მცირედ დაკმაყოფილებას კი ყოველთვის სრულ დაკმაყოფილებას ამჯობინებს.

ავჩარკას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ტვინის ინტელექტუალური მარაგი, ანალიზისა და განსჯის უნარი, ლოგიკა, ასკეტიზმი.

01.02 - 21.02 დოგი მაღალი, კარგი აღნაგობის, ლამაზი და გარშემომყოფებისთვის ძალიან მომზიდველია. თუმცა გააჩნია შინაგანი შემაკავებელი ფაქტორი. გადაჭარბებულად არა, მაგრამ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას. იცმევს გარკვეული უბრალოებით, ხშირად ვერ თმობს ძველ, მაგრამ საყვარელ სამოსს.

დოგი არ არის მომთხოვნი და არ უყვარს ცხოვრების გართულება. მისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და გაწონასწორებულობა. ყველაზე მეტად შესამჩნევი ნაკლი მისი სიზანტეა. ამასთან ერთად უყვარს მორალის კითხვა, რაც მისი ყველაზე აუტანელი თვისებაა. ამასთან ერთად ჯანსაღი იერის მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობა აქვს.

სწორხაზოვანი და გახსნილია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს გულუხვობით, სჯერა ადამიანური სიკეთის. საქმე, რომელსაც აკეთებს ყოველთვის კეთილშობილურია და დოგი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან მიაღწევს აღიარებას.

დოგი ძლიერია სხვებთან შედარებით, გულთან ახლოს მიაქვს წარუმატებლობები. შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს ახლობელი და საყვარელი ადამიანების სასარგებლოდ. გააჩნია კარგად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.

გრძნობებში ვნებიანია, შეუძლია იყოს მგზნებარე და ფეთქებადიც. თუ მისი არჩევანი იღბლიანი გამოდგა, შეუძლია შექმნას ყველანაირი პირობა, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ღრმა სიბერემდე ბედნიერი იყოს.

უყვარს ხელმძღვანელობა და არ სიამოვნებს როცა მას ხელმძღვანელობენ. ის მომთხოვნიცაა, ითხოვს ისევე ბევრს, რასაც თვითონ გასცემს.

დოგთან ურთიერთობაში მომთმენობაა საჭირო, იგი ამას იმსახურებს, რადგან ბუნებით ერთგულია. მას გააჩნია საღი აზროვნება და ცოცხალი გონება, კონკრეტული და პრაქტიკულია, აქვს იუმორის გრძნობა, რომელც ხანადახან ეხმარება იმედგაცრუების გადალახვაში. მისი ცხოვრება სასიამოვნოდ მიმდინარეობს ყოველივე რყევების გარეშე, რისი მოხარულიც ის თავადაა.

დოგის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - დაკვირვებულობა, წინდახედულობა, ორგანიზატორული ნიჭი, რეალიზმი.

22.02 - 13.03 დობერმანი ახოვანია, გამოკვეთილი, მკვრივი აღნაგობით, ძლიერი სილუეტითა და სწორხაზოვანი ნაკვთებით. არის მასში რაღაც პირქუში, ბუნებისგან ბოძებული, რასაც ჯერ არ შეხებია ცივილიზაციის ხელი. თუმცა იგი არ არის მოკლებული სინატიფეს.

იგი მცირედითაც კმაყოფილდება, კარგად ეგუება ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც შეიძლება მოუწიოს ცხოვრებამ, შეუძლია ამავე დროს იყოს ბედნიერიც. მისი მომწიფება და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადყოფნა ძალიან სწრაფად ხდება.

არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას მიღწეულ წარმატებებს. არ ეძებს დიდებას და მატერიალურ კეთილდღეობას. ერთადერთი, რაც მას სურს არის ის, რომ იყოს ბედნიერი. ერიდება ყველაფერს, რამაც შეიძლება პრობლემების წინაშე დააყენოს.

უყვარს ზაფხული, მოგზაურობა, ცხოველები, თევზაობა და ნადირობა. არ უყვარს მარტოობა.

ცდილობს ისე მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, რომ მის ირგვლივ მუდმივად იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები. არ ხასიათდება სენტიმენტალურობით. ხშირად უხეშია და უხეშობით გულს ტკენს ხოლმე ახლობლებს, მაგრამ ამავე დროს არ არის მოკლებული სულიერ სითბოს.

მკაცრია, მაგრამ ამავდროულად მშვიდიც, სასიამოვნოა მის საზოგადოებაში ყოფნა. მასთან ერთად ყოფნა დამამშვიდებლად მოქმედებს.

დობერმანს უყვარს ოცნება და უფრო მიჰყვება ცხოვრების დინებას, ვიდრე ორგანიზებას უწევს მას. ხშირად არის ოცნებებში ჩაძირული და ფიქრებით სხვაგან იმყოფება ხოლმე. თავს არიდებს მწვავე დისკუსიებს მიუხედავად იმისა, თუ რა არის კამათის საგანი. მისი ხასიათის ელასტიურობა არის ის, რასაც ყველაზე მეტად ეძებენ და აფასებენ მასში.

ერთგულია საკუთარი სიყვარულის, მეგობრების, მოგონებების მიმართ. დობერმანის აყვარელი საქმიანობა ნებისმიერ თემაზე მსჯელობაა, რომელიც დალაგებული და აზრიანი აქვს. მისი ცხოვრება ძირითადად მშვიდად და სწორხაზოვნად მიმდინარეობს.

დობერმანის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - გრძნობების მუდმივობა, ლოიალურობა, რეფლექსურობა, ინტელიგენტურობა, ანალიტიკური ჭკუა, ლოგიკურობა

14.03 - 02.04 პუდელი პუდელის ნიშნის ქვეშ დაბადებული, ადრეული ასაკიდანვე ლამაზი და კარგი აღნაგობისაა. თუმცა წლების მატებასთან ერთად თავად უქმნის საკუთარ თავს პრობლემებს, რადგან ძალიან მგრძნობიარეა დროის დინებასთან მიმართებაში და ადრეულ წლებშივე აწუხებს სიბერის შიში, ამ შიშის გამო კი უფრო მეტად ბერდება.

გარშემომყოფების ზემოქმედება მასზე დადებით ზეგავლენას ახდენს, ამიტომ პუდელს დაკვირვება მართებს მეგობრებისა და იმ ადამიანების შერჩევისას, რომელთანაც უხდება ურთიერთობა.

აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ადგილმდებარეობის ცვლილების მიმართ, რადგან ყოველგვარი გარემო არ უწყობს ხელს მის განვითარებას. იგი ხშირად გრძნობს კარგი ნაცნობების წრეში ყოფნის აუცილებლობას, თუმცა არ უყვარს, როცა ასეთი წრე მის მიერ არ არის შერჩეული. პუდელი მგრძნობიარეა თავისუფლების შეზღუდვის მიმართ, ამ დროს პესიმზმი და უიმედობა იპყრობს.

პუდელი მგრძნობიარეა ნებისმიერი, მცირედი უსიამოვნებისადმიც კი. წვრილმან პრობლემასაც კი შეუძლია წონასწორობა დააკარგვინოს. დროგამოშვებით გული უჩუყდება საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ამას ხშირად მალავს, რაც თავისებურ სიამოვნებასაც კი ანიჭებს.

გამბედაობა და სიამაყე ეხმარება ყველაზე რთული ამოცანების გადალახვაში, მის სახეზე იშვიათად თუ შენიშნავთ შეშფოთებას, ამიტომ ის, ვინც მას ნაკლებად იცნობს, ხშირად ფიქრობს, რომ იგი მშვიდი და მხიარულია.

პუდელი არ არის მატერიალისტი, იგი მიდრეკილია ალტრუიზმისადმი, თუმცა ამასთან ერთად კარგად ორგანიზებულია და არასოდეს ავიწყდებათ საკუთარი მომავალი.

სასიყვარულო ურთიერთობებში ბედნიერებას ძნელად აღწევს, ძალიან მგრძნობიარეა და ზედმეტად დამოუკიდებელი. ოჯახურ ცხოვრებაში მისი იარაღი გულგრილობაა, რომელიც ღიმილითა და ხუმრობით არის შეზავებული.

თუ სხვა გამოსავალი არა აქვს, შეუძლია პარტნიორის მიმართ მტრული დამოკიდებულებაც კი ჰქონდეს.

გააჩნია მახვილი, თანდაყოლილი ჭკუა, რომელიც საერთოდ არ ბერდება, მისი გამჭრიახობა და კრიტიკული აზროვნება ზემოქმედებას ახდენს მის ამბიციებზე. პუდელებს შორის ხშირად გვხვდებიან მედიკოსები.

პუდელის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - მეოცნებეობა, დამოუკიდებლობისადმი მოთხოვნილება, ნევრასთენიისადმი მიდრეკილება, კარგად განვითარებული ინტუიცია, ფანტაზიისა და სინთეზის უნარი.

03.04 - 22.04 ბულდოგი ძლიერი და ახოვანია, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოირჩევა ტანადობით, მაინც სოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ადვილად ეგუება ნებისმიერ პირობებს. მართალია უყვარს და მიილტვის კომფორტისკენ, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის ნებისმიერ არასასურველ გარემოს შეეგუოს.

აქვს კარგი ჯანმრთელობა, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში. არ იცის რა არის მორცხვობა, დინამიურია, საკუთარ თავში დარწმუნებული, ყოველთვის აიძულებს გარშემომყოფებს, რომ ანგარიში გაუწიონ.

მგრძნობიარეა ხუმრობის მიმართ და საკუთარი პერსონიდან გამომდინარე არც თუ ისე კარგად ესმის იგი (რა თქმა უნდა არის გამონაკლისებიც).

შეუძლია სხვების მონუსხვა, მოულოდნელად სიურპრიზების გაკეთება. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მზადაა ამის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს. იგი თვლის, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას ბოლო სიტყვა.

შესანიშნავად აგვარებს ოჯახში წამოჭრილ რთულ პრობლემებს, თუმცა ვერ გრძნობ საშიშროებას, როცა იგი რეალურია. წინდაუხედავია, ხშირად ხვდება გაუთვალისწინებელ სიტუაციებში. ბუნებით ოპტიმისტია, ზოგჯერ კარგავს სიფრთხილის გრძნობას როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად საქმეებთან მიმართებაში.

მისი ნატურა მიდრეკილია ექსცესებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით დამოუკიდებელია, შეიძლება მოექცეს სხვისი ზემოქმედების ქვეშ. თუ მას მართავს გამოცდილი ხელი, შეიძლება სხვისი ნების აღმსრულებელ იარაღადაც კი იქცეს, თუმცა მიუხედავად ამისა, თავადაც შეუძლია მოახდეინოს სხვებზე ზემოქმედება.

სულითა და ხორცით ერთგულია იმ საქმის, რომელიც თავად აირჩია. შეუძლია იყოს როგორც გმირი, ასევე მსხვერპლი. ძალუძს სხვების წაქეზება, დაჟინებულია და მიეკუთვნება იმათ რიცხვს, ვინც ყოველთვის ყველაფერში მართალია.

მგრძნობიარე და სენტიმენტალურია, ახასიათებს გრძნობებით მიჯაჭვულობა,დიდი სერიოზულობით ეკიდება გრძნობებს, სიყვარული მისთვის ძალიან მნიშვნელიოვანია.

ინტელიგენტურია, ახასიათებს პრობლემების სინთეზური აღქმა, ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ხშირად აქვს მიდრეკილება არტისტიზმისადმი, განსაკუთრებიტ მუსიკის სფეროში. აქვს რითმის შესანიშნავი გრძნობა. ძალიან უყვარს თავგადასავლები, მოძრავია, მისი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია.

ბულდოგის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - იმპულსურობა, ოპტიმიზმი, ინტელიგენტურობა, დედუქციის ნიჭი.

23.04 - 13.05 კოლი - სილამაზით გამოირჩევა, აქვს ნატიფი სილუეტი. შეუძლია ხაზი გაუსვას საკუთარ ღირსებებს. უყვარს ოჯახური გარემო, ღირებული ნივთები, ლამაზი ინტერიერი. ხშირად ის თავად იქმნის ისეთ მყუდრო გარემოს, რომელიც სიამოვნებს.

მან ყოველთვის იცის რა სურს და რა სჭირდება, თუმცა არასოდეს ჰყვება ვნებათა ღელვას. იგი არ არის ბედის მორჩილი და არასოდეს კმაყოფილდება იმით, რასაც ცხოვრება აძლევს. შეუძლია დაგეგმოს და ნებისმიერი პირობა დაუმორჩილოს საკუთარ მოთხოვნებს.

კოლი გულადია, ნებისმიერ წინააღმდეგობას იგი ამაყად თავაწეული ხვდება, არ ემორჩილება უიღბლობას და წარუმატებლობას. სიმამაცისა და რისკის მაღალი უნარის წყალობით ის ყოველთვის წინ მიიწევს ცხოვრებაში.

სამსახურში შეუძლია მიაღწიოს წარმატებას იმისდა მიუხედავად, თუ რომელ სფეროში ირჩევს მოღვაწეობას.

კოლი გამოირჩევა შეუპოვრობით, რომლითაც იგი წინ მიიწევს, დასახული მიზნისკენ და არაფერს შეუძლია ამაში ხელი შეუშალოს, ამ თვისებების წყალობით ძალუძს გამოვიდეს ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი. ამაში მას სისწრაფე და შესანიშნავი სიზუსტე ეხმარება.

ურთიერთობებში გულღიობისა და მიმზიდველი ხასიათის მიუხედავად, კოლი არ არის ზედმეტად გულუხვი, საკუთარი კეთილდღეობა და კომფორტი მისთვის უპირველესია.

სხვების წარუმატებლიბა კოლში თანაგრძნობას იწვევს, თუმცა მისი გრძნობები ამაზე შორს არ მიდის. იგი მხოლოდ ერთ საკითხში ამჟღავნებს სისუსტეს - ეს არის სიყვარული. იმპულსური და მგრძნობიარე ხშირადაა გატაცებული, შემდეგ კი უკან დახევა უჭირს.

კოლს ჩამწვდომი ჭკუა და დალაგებული აზროვნება გააჩნია. არის კარგი ორგანიზატორი. ნებისმიერი რთული, მათ შორის სასიყვარულო ისტორიიდან, შეუძლია ღირსეულად გამოვიდეს.

კოლის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ესთეტიური ჭკუა, ორგანიზატორული ნიჭი, ანალიზის უნარი.

14.05 - 02.06 ლაიკა - მელანქოლიური სილამაზით ლაიკა ძალიან მიმზიდველი და თავისებურია. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გარეგნული იერ-სახე განსაზღვრავს მის მომხიბვლელობას, მასში მაინც ყოველთვის შეინიშნება ფარული იდუმალება.

ლაიკა აღსავსეა გამოუცნობი აზრებითა და სურვილებით, რომელთა განსაზღვრა ზოგჯერ თავადაც არ შეუძლია. ძალიან მგრძნობიარეა, უყვარს სითბო და წყალთან ახლოს ყოფნა. რეაგირებს ნებისმიერ სუნსა და გემოზე.

ისე როგორც არავის, ლაიკას შეუძლია დატკბეს და გამოიყენოს წუთიერი სიხარული და არაფერზე არ უთხრას საკუთარ თავს უარი. არ შეიძლება ლაიკას პიროვნებაში მხოლოდ სილამაზე დაინახოთ, მის მიღმა იგი პრინციპული და ძალიან საქმიანია, კარგად იცის რა სურს.

არასოდეს არავის არაფერს არ ახვევს თავზე, რადგან ღრმად განვითარებული აქვს ადამიანების მიმართ პატივისცემის გრძნობა. არასოდეს აქვს სხვების მბრძანებლობის სურვილი.

პოეტურია, ზოგჯერ მისი მელანქოლიური ხასიათი სულაც არ ნიშნავს პესიმიზმს, უბრალოდ ფიქრი უყვარს და ხშირად ეს ფიქრები სევდიანია.

ლაიკა შესაძლოა რთული იყოს, როგორც პარტნიორი, რადგან არ ძალუძს ადაპტაცია ყველანაირ გარემოსთან და არ უყვარს კომპრომისები. მისი თითქოსდა სისუსტე და დაუცველობა, ხშირად მხოლოდ ტაქტიკაა, რაც მას დროის მოსაგებად და სიტუაციაში უკეთესად გასარკვევად სჭირდება, რათა პროცესიდან გამარჯვებული გამოვიდეს.

ზოგჯერ გასართობად, ზოგჯერ კი სარგებლის გამო, შეუძლია კარგად გაითამაშოს სუსტი არსების როლი, თუმცა სინამდვილეში მას იდეალურად შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში თავის დაცვა.

გრძნობებში უფრო რომანტიკულია, ვიდრე სენტიმენტალური. უყვარს გრძნობების დაკმაყოფილება და მათში პოეტური ფერების შეტანა. არ უყვარს ერთფეროვანი და უფერული ყოველდღიურობა.

არტისტულია, აქვს შესანიშნავად განვითარებული ინტუიციის გრძნობა და მდიდარი წარმოსახვის უნარი. ზოგჯერ შესანიშნავი ფსიქოლოგია, რაც გამჭრიახობასთან ერთად საშუალებას აძლევს გამოიცნოს სხვისი აზრები და სურვილები.

მას შეუძლია იცხოვროს სრულიად მშვიდად და სასიყვარულო ურთიერთობებშიც მშვიდი იყოს, თუმცა ურჩევნია მისი გრძნობები განცდებით იყოს გაჯერებული, მოსწონს როცა განიცდის და თავის ურთიერთობებს უფრო მძაფრს ხდის. ჩვეულებრივი, მდარე ურთიერთობები მის ინტერესს ნაკლებად იწვევს.

ლაიკას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ინტუიცია, ინტელიგენტურობა, პიროვნული ხიბლი, მდიდარი წარმოსახვის უნარი.

03.06 - 22.06 ბალონკა ბალონკა ძალიან მომხიბვლელია, რითაც შესანიშნავად სარგებლობს. მას შეუძლია ნებისმიერს დაახვიოს თავბრუ. ოცნებობს სტაბილურ, უზრუნველ და ყველაფრით უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე. თუმცა ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერ ამას, შეიძლება მისთვის არც ქონდეს დიდი მნიშვნელობა.

ადვილად ეგუება ახალ, მისთვის უცნობ სიტუაციას, ცოტაც ყოფნის იმისთვის, რომ შექმნას ოჯახური ატმოსფერო.

ერთი შეხედვით ძალიან მშვიდია, ცოტათი შეზღუდული, სიტყვაძუნწი და ფრთხილი. ტოვებს უშფოთველი ადამიანის შთაბეჭდილებას, ახასიათებს პესიმიზმი.

ბალონკას ხანგამოშვებით მთელი ცხოვრების მანძილზე არ ტოვებს მოწყენილობის განცდა. ზოგჯერ მერყევია, მგრძნობიარეა ქებისა და პირფერობის მიმართ.

გამოირჩევა ურთიერთსაწინააღმდეგო საქციელით, რის გამოც მისი გაშიფრვა ძალიან რთულია. თუმცა ყველაფრის მიუხედავად იგი ძალიან სიმპატიურია.

ბალონკასთან ურთიერთობა ძალიან მარტივი და სასიამოვნოა, რაც ფსიქოლოგიური კომფორტის განცდას ტოვებს. მას შეუძლია თანამოსაუბრეს მოთმინებით მოუსმინოს.

პატივისცემით ეპყრობა გარშემომყოფებს, მითუმეტეს ახლობელ ადამიანებს. იგი ძალიან უყვართ, მაშინაც კი, როცა მასზე დაყრდნობა არ შეიძლება.

გააჩნია პრაქტიკული აზროვნება, მიდრეკილია ტექნიკური საგნებისადმი, გამოირჩევა სიზუსტით და მოხერხებით.

გრძნობებში უმართლებს. თუ ცხოვრებაში მონათესავე სული შეხვდა, მაშინ ის გაცილებით გაწონასწორებული ხდება.

ბალონკას ძლიერ განვითარებული აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა. დროგამოშვებით ეჭვიანია კიდეც, თუმცა უფრო მეტად მის ეჭვიანობას საბაბი არ გააჩნია.

ბალონკას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - კომუნიკაბელურობა, დაკვირვებულობა, რეალიზმი, ორგანიზატორული ნიჭი.

23.06 - 12.07 პეკინესი პეკინესი ხშირად სუსტია, არ გამოირჩევა კარგი შეხედულებით, არ უყვარს წინა პლანზე სკუთარი "მე" -ს წამოწევა. მაგრამ თუ პეკინესს ახლოს გაიცნობთ, შეუძლებელია არ მოინუსხოთ შინაგანი ხიბლით, რომელსაც იგი ასხივებს და მისი გამორჩეული, ორიგინალური ჭკუით.

პეკინესი მცირედითაც კმაყოფილდება, შეუძლია შეეგუოს ცხოვრების ნებისმიერ პირობებს. მისი გარეგნობა თითქმის მაგიურ ზემოქმედებას ახდენს. თუ თავად სურს, შეუძლია ნებისმიერს მოაწონოს და შეაყვაროს თავი.

შეუძლია იყოს კეთილი, ბრძენი, მომთმენი, თუმცა შესაძლებელია იყოს საშიში, ბოროტი და მავნებელიც. თუმცა ორივე შემთხვევაზში უკიდურესობა ახასიათებს, ან უსაზღვროდ კეთილია, ან ზედმეტად ავი.

პეკინესს გააჩნია ერთი შესანიშნავი თვისება, იგი ყოველნაირად ცდილობს შეუმსუბუქოს ცხოვრება მას, ვისაც გარკვეულწილად, რაიმეთი მაინც მასზეა დამოკიდებული. თუმცა მას, ვინც პეკინესის სიმპატია ვერ დაიმსახურა, სიფრთხილე მართებს.

თავდაჭერისა და მორიდების მიუხედავად, იგი შეუმჩნეველი არასოდეს რჩება, რადგან ძალიან ორიგინალურია და სხვებისგან განსხვავებული.

პეკინესი შეშფოთებას იწვევს მაშინაც კი, როცა იგი უყვართ. მას შეუძლია გამოიცნოს ყველაზე დაფარული აზრებიც კი, წამოაყენოს მოულოდნელი წინადადებები, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

იგი გაუწონასწორებელი ადამიანის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, შეუძლია გამოიჩინოს დიდი ინიციატივა, ამავდროულად კი მიატოვოს უკვე დაწყებული საქმე და მიანებოს იგი თვითდინებას.

სასიყვარულო ურთიერთობებში შეუძლია იყოს როგორც ძალიან საყვარელი, ასევე მტანჯველი პარტნიორიც. ახასიათებს ხასიათის სწრაფი ცვალებადობა. თუ ვინმეს რისკის არ ეშინია და ოჯახურ ცხოვრებაში სიმშვიდეს არ ეძებს, მაშინ პეკინესი მისთვის ყველაზე შესაფერისი პარტნიორია.

გააჩნია მრავალმხრივი ცოდნა, უყვარს სწავლა და გააჩნია ძალიან სწრაფად და მარტივად ათვისების უნარი. თუმცა მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ამ ცოდნას ბოლომდე გამოიყენებს თუ არა.

პეკინესის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ინტუიცია, ფანტაზია, სინთეზისადმი მიდრეკილება.

13.07 - 02.08 ლევრეტკა - ლევრეტკას ნაზი აღნაგობის მიღმა მდგრადი და ძლიერი ნატურა იმალება. იგი მიმზიდველი და მომხიბვლელია. გრაციოზული სიარულის მანერით, შეიძლება შორიდანვე გამოარჩიოთ. მის სახეს თითქმის არასოდეს ტოვებს ღიმილი, არა შინაგანი მხიარულების, არამედ უფრო თვითკონტროლის წყალობით.

უყვარს გემოვნებით ჩაცმა, შეუძლია საკუთარი ღირსებების ხაზგასმა, გააჩნია შესანიშნავი გემოვნება. სწრაფად ეგუება ვითარებისა და გარემოებების ცვლილებებს. უყვარს ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება, თუნდაც ამან თავად ზიანი მიაყენოს.

ლევრეტკა არ არის ეგოისტი, იგი უფრო ეგოცენტრულია. დამოუკიდებელია, თუმცა შესაძლოა ზოგჯერ თავად ჩაიყენოს საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვაზე იყოს დამოკიდებული.

აქვს დიდი პასუხისმგებლიბის გრძნობა, რის გამოც ხშირად აქვს დანაშაულის შეგრძნება იმის მიმართ, თუ რამე ცუდი ხდება.

მასთან კონტაქტი ძნელია, ურთიერთობა კი რთული, რადგან არ ყოფნის უბრალოების გრძნობა. ლევრეტკას განასხვავებს მგრძნობელობა შინაგანი ზემოქმედების, სილამაზის სიყვარულის, ლოიალურობისა და გულღიობის მიმართ.

ლევრეტკაზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება. ზოგჯერ იგი გულუბრყვილოა და საშუალებას აძლევს სხვებს, ექსპლუატაციაც კი გაუწიონ.

სასიყვარულო ურთიერთობებში ბევრის გაცემა შეუძლია, თუმცა სამაგიროდაც ბევრს ითხოვს. რეგულარულად ამოწმებს საკუთარ გრძნობებს. არ შეიძლება მისი მოტყუება და იმედგაცრუება, ის ამას არ აპატიებს, რადგან თავად ძალიან ერთგულია.

ლევრეტკას პირადი ცხოვრება ძალინ მდიდარია. იგი ჭკვიანი და უაღრესად ეფექტურია. ყოველთვის ზრუნავს ხვალინდელ დღეზე, ძალიან წინდახედულია და ხშირად განაწყობს პარტნიორებს იფიქრონ მასთან საქორწინო კავშირზე.

ლევრეტკას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - მახვილი ჭკუა, ფანტაზია, სინთეზისადმი სწრაფვა, ინტუიცია, წარმოსახვის უნარი.

03.08 - 22.08 ფოქსტერიერი - ფოქსტერიერი აკურატული და მოვლილია, ცოტათი კეკლუციც კი. ხშირად იმყოფება იქ, სადაც თვლის რომ ყველაზე საინტერესოა ყოფნა. მისდევს მოდას. არ მიეკუთვნება უფერული ადამიანების რიცხვს. მუდამ ფხიზელი, ენერგიული და დაუღლელია.

ფოქსტერიერი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება. იგი შეიძლება მივაკუთვნოთ ინდივიდუალისტების რიცხვს. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით თავშეკავებული და არც ისე გაბედულია, მას შეუძლია მიიღოს ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველი მატერიალური ფაქტორზე მეტად ცხოვრებისეული ინტრესია.

არ უყვარს სახლში ჯდომა, სიამოვნებას გვრის ნაცნობობის დამყარება და ახალი ადამიანების გაცნობა. აქვს უნარი, ადამიანები ენდონ და მასთან გულახდილები იყვნენ. ამას არც არავინ ნანობს, რადგან ფოქსტერიერს არ უყვარს სხვისი მოქმედებების განსჯა, არასოდეს საუბრობს სხვის საიდუმლოებებზე.

ჩვეულებრივ უამრავი გეგმები აქვს ხოლმე, ხშირად უჩვეულო და ექსტრავაგანტული. უყვარს ყველა შესაძლო სიახლე, ენთუზიაზმით იცავს ახალ იდეებს, თუმცა თავად იშვიათად ახდენს საკუთარი იდეების რეალიზებას. ეს მას ხელს არ უშლის მიიღოს სიამოვნება საკუთარი, ფართო ჰორიზონტების გამო.

ფოქსტერიერი ცოტათი ცინიკოსიცაა, მას არ უყვარს და არც ეშინია საზოგადოებრივი აზრის, პირიქით, მას მოსწონს კიდეც, როცა მასზე საუბრობენ, თუნდაც უარყოფით კონტექსტში.

სასიყვარულო ურთიერთობებში ფოქსტერიერი ძალიან რთულია. უყვარს უჩვეულო და გაუთვალისწინებელი, არაპროგნოზირებადი ურთიერთობები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია იყოს ბედნიერი, თუ ვერ იპოვის იგივე თვისებებისა და გემოვნების პარტნიორს.

ფოქსტერიერს ნათელი და გამჭრიახი გონება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ქონდეს უამრავი პრობლემა, არ არის მოკლებული წარმოსახვის უნარს, გააჩნია ინტუიციის გრძნობა. ერთი სიტყვით ფოქსტერიერი მრავალმხრივი ხასიათით გამოირჩევა.

ფოქსტერიერის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ცოცხალი ხასიათი, იუმორის გრძნობა, დედუქციის ნიჭი, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

23.08 - 11.09 ტაქსა - დიდ ყურადღებას აქცევს სტილს, ფაქიზ და ბრწყინვალე მანერებს, ბუნებრიობა კი მის თვალში ღირსებად არ ითვლება. თუმცა სინამდვილეში ტაქსა ასეთი არ არის, იგი მოკრძალებულია.

მის პიროვნება ორმხრივია, მაშინ როცა ერთი მხარე კაპრიზული, აგრესიული და ეგოისტურია, მეორე მხარე შეიძლება მშვიდი, სტუმართმოყვარე და თავაზიანი იყოს.

მას შეუძლია იყოს როგორც ლოიალური და ერთგული, ასევე საკმაოდ არამყარიც. არასდროს არაა ცნობილი, თუ როგორ მოიქცევა იგი ამა თუ იმ შემთხვევაში და როგორი ურთიერთობის დამყარებაა მასთან უმჯობესი.

ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე, მას შეუძლია გასცეს დაამყაროს ან შეწყვიტოს მეგობრული კავშირები და სიყვარული.

ზოგჯერ მოსწონს, როცა განიცდის თავად, და სიამოვნებას ანიჭებს, როცა მის გამო განიცდიან სხვებიც. მას ხშირად უყვარს სიტუაციების გამწვავება.

ტაქსა არ გამოირჩევა გაწონასწორებულობით, მას შეუძლია იყოს ეჭვიანიც და გულღიაც. ის, ვისაც იგი უყვარს, ან მეგობრულ კავშირში იმყოფება, მუდმივად უნდა მოელოდეს მისგან მოულოდნელობებს. ამიტომ, ვისაც ტაქსასთან ურთიერთობა სურს, მზად უნდა იყოს, წინ აღუდგეს მის გავლენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სრულიად დაუმორჩილოს მის სურვილებს საკუთარი ნება.

შეუძლია იყოს შესანიშნავი სტრატეგი, კარგად აფასებს საკუთარი განზრახვის შესაძლო შედეგებს. შესწევს უნარი მიზნის მისაღწევად მიმართოს ვერაგულ ქმედებებსაც კი ისე, რომ არ შეაწუხოს ზედმეტმა სინდისის ქეჯნამ.

ხშირად აოცებს გარშემომყოფებს სწრაფი მოქმედებით, თუმცა არსებობენ დინჯი, მშვიდი ტაქსებიც. იგი ცდილობს, რომ მისი ცხოვრება არ იყოს უფერული. არ ეშინია რისკის, არ ცდილობს თავის მოწონებას, არ ცნობს კომპრომისებს და არ დადის გაკვალული გზით.

ტაქსებს შეიძლება ყავდეთ როგორც ბევრი მეგობრები, ასევე ბევრი მტრებიც. იგი თვლის, რომ შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს, ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და განსაკუთრებულობა.

ზოჯერ ის ისეთი პერსონაა, რომელიც შეუძლებელია არ შენიშნო და მისი აზრი არ გაითვალისწინო.

ტაქსას ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - გაბედულება, ხასიათის სწრაფი ცვალებადობა, დაკვირვებულობა, ორგანიზატორული თვისებები.

12.09 - 01.10 რიზენშნაუცერი - რიზენშნაუცერი ცოცხალი, მოძრავი და კომუნიკაბელურია. ხშირად იზიდავს გარშემომყოფებს თავისუფალი და აზრიანი საუბრით, რის გამოც ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში, თუნდაც ეს თავად არ სურდეს.

ჩვეულებრივ, ცხოვრებაში მისგან ხშირად ელოდებიან საზოგადოებაში ძალდაუტანებელი, ბუნებრივი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, რასაც წარმატებით ართმევს თავს. საზოგადოებაში მას იცნობენ, როგორც გაწონასწორებულ, მხიარულ პიროვნებას, რომელსაც არ აწუხებს ცხოვრებისეული პრობლემები.

მხოლოდ მისმა ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იციან, თუ როგორი მგრძობიარეა იგი შინაგანად და როგორი ძლიერი იმედგაცრუებებიც ახასიათებს ხოლმე. ამიტომ, როგორც არ უნდა ეცადოს ამის დამალვას, რიზენშნაუცერი დაბადებიდან პესიმისტი უფროა, ვიდრე ოპტიმისტი.

იმას, რაც სხვებში უნდობლობას იწვევს, იგი დაკვირვებით, შორსმჭვრეტელობით ეკიდება და სწორ გადაწყვეტილებას ფრთხილად, მხოლოდ განსჯის შემდეგ იღებს. ის რაც სხვებისთვის საეჭვოა, მისთვის მხოლოდ ღრმად დამალული რეზერვია.

მას, ისე როგორც არავის, ესმის დიპლომატიის უპირატესობა და ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობების ორგანიზების აუცილებლობა. სამწუხაროდ ეს ღირსებები იშვიათად იჩენს ხოლმე თავს მის სახლში, საკუთარ ოჯახში, რადგან აქ ის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებებს დამოუკიდებლობაში ეძებს და ნაკლებად აინტერესებს ოჯახის წევრების აზრი.

არ უყვარს როცა თავს შებოჭილად გრძნობს, არ სიამოვნებს შეზღუდვები, ვალდებულებები კი გულს უმძიმებს, იმისდა მიუხედავად, რომ ყოველთვის ემორჩილება თავის მოვალეობას. მისთვის არ არის უცხო პასუხისმგებლობის გრძნობა, თუმცა ეს გრძნობა მასში ყოველთვის არ იწვევს საუკეთესო განწყობას.

სასიყვარულო ურთიერთობები ან ქორწინება რიზენშნაუცერთან ადვილი არ არის, მითუმეტეს, რომ მას მალე უცრუვდება გული და ექცევა თავისივე, წინასწარშექმნილი აზრის ზემოქმედების ქვეშ.

ძალიან უყვარს ბავშვები და შესანიშნავად გრძნობს თავს მასთან ერთად. თუნდაც არ ელოდეს ცხოვრებისგან ძალიან ბევრს, დიდ იმედებს უკავშირებს საკუთარ შვილებს. შეუძლია ძალიან მარტივად და გასაგებად აუხსნას მათ რთული, ცხოვრებისეული საკითხები. შვილები მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარულია.

რიზენშნაუცერი არ არის მატერიალისტი, თუმცა ხშირად ძალიან კარგად გამოიმუშავებს, მას არ აშინებს სამუშაო და ცოცხალი გონების გამო ფასდება კიდეც მისი ხელმძღვანელების მიერ.

რიზენშნაუცერის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან - თვისებებია - ინტელიგენტურობა, კრიტიკული აზროვნება, ცოცხალი გონება, ინტუიცია.

02.10 - 22.10 ნიუფაუნდლენდი - ნიუფაუნდლენდი ძალიან ლამაზია, ცოტათი დეკორატიულიც კი. თუმცა არ ცდილობს საკუთარი მომხიბვლელობით გარშემომყოფებზე ზემოქმედება მოახდინოს. იგი აღსავსეა ძალითა და სიცოცხლის სიყვარულით, ვერ იტანს შეზღუდულ გარემოს და ძალიან მოსწონს გაშლილი სივრცე.

აქვს თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა, ამიტომ ნებისმიერი უსამართლობის განცდა მასში პროტესტს იწვევს. მზად არის ნებისმიერი საშუალებით დაიცვას საკუთარი სიმართლე ისე, რომ ყურადღება არ მიაქციოს, თუ რა შედეგით დამთავრდება ეს პროცესი.

მტრულად ეკიდება ანგარიშიანობას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტაქტიკურ და დიპლომატიურ ხრიკებთან, რითაც ხშირად მისდა უნებურად თავის საწინააღმდეგოდ განაწყობს ადამიანებს.

სხვებთან ურთიერთობაში პირდაპირობა და მოუქნელობა მას იძულებულს ხდის ხშირად შეიცვალოს პროფესია და განიცადოს იმედგაცრუება, რაც დიდხანს ამახსოვრდება, რადგან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებების ქვეშ საკმაო დროის განმავლობაში რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუფაუნდლენდი გამძლეობით და დაჟინებულობით გამოირჩევა, იგი არ არის ჯიუტი. შეუძლია იყოს დაკვირვებული და წინდახედული, რისი წყალიბითაც უმეტეს შემთხვევებში მატერიალურ პრობლემები არ გააჩნია.

ნუფაუნდლენდ უფრო სიტყვაძუნწია, ვიდრე მჭევრმეტყველი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალს და მიდრეკილია პურიტანობისკენ. დროგამოშვებით, ახასიათებს კომფორტისადმი სწრაფვა, რაც მოულოდნელი თვისებაა მის ხასიათში.

ზოგჯერ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ალღოს ვერ უღებს და ფეხს ვერ უწყობს ცხოვრების დინებას, თუმცა ეს მისი ცხოვრებისეული სიკეთეების მიმართ გულგრილობით და როგორც საკუთარი, ასევე სხვების მიმართ უნდობლობით უფრო აიხსნება.

სასიყვარულო ურთიერთობებში იგი ბევრ სიყვარულს ითხოვს, თუმცა თავად ძალიან იშვიათად უყვარდება, შეიძლება ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ ერთხელ შეუყვარდეს, ამიტომ მისთვის ბედნიერების მიღწევა რთულია.

სიყვარულისადმი მოთხოვნილება და ამავე დროს შიში, რომ შეიძლება იგი არ შეიყვარონ, ართულებს მის ურთიერთობას პარტნიორებთან. მისი კომპლექსები გამომწვევ ქცევებში ვლინდება ხოლმე და ხშირად გაუგებარია გარშემომყოფებისთვის.

ნიუფაუნდლენდს ცოცხალი და ნათელი გონება აქვს. მოქმედებებში სწრაფი და ზუსტია, თუმცა ოცნებობა და ფილიოსოფიური მსჯელობებიც უყვარს. მისი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წრე ყავს გარშემო, ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ბოლომდე ახდენს მხოლოდ მაშინ, თუ ირგვლმყოფები კარგად უგებენ და თანაგრძნობით ეკიდებიან.

ნიუფაუნდლენდის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - გამბედაობა, რეალიზმი, წინდახედულება, გამჭრიახობა, ორგანიზატორული თვისებები.

23.10 - 11.11 სერბერნარი ხოვანია, სასიამოვნოდ გამოიყურება, ელეგანტურია და დახვეწილი მოძრაობით გამოირჩევა. მოსწონს საკუთარი თავი. მასთან რეგულარული ცხოვრება არც ისე მარტივია. აქვს ცოცხალი ხასიათი და ძალიან მომთხოვნია.

მიილტვის იმისკენ, რომ მასზე ზრუნავდნენ, ფიქრობდნენ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც მას მოსწონს ყველაზე მეტად. აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მას სურს. მოსწონს დამოუკიდებელი ცხოვრება, თუმცა ყოველთვის ვერ ართმევს თავს.

სერბერნარს შეუძლია დასცინოს ცხოვრებისეულ სიძნელეებს, რის გამოც შესაძლოა იგი უპასუხისმგებლო და უნებისყოფოდაც კი აღიქვან. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, სერბერნარმა შესანიშნავად იცის რა სურს და ისიც, რა არ სურს. უყვარს ბედთან თამაში.

თავმოყვარეა ყველაფერში, რაც შეეხება საკუთარ წარმატებასა და კეთილდღეობას, წარმატების მისაღწევად იმდენად ენეგიულია, რომ შეუძლია ყველაფერი იღონოს და დასძლიოს ყველა წინააღმდეგობა, რაც კი წინ გადაეღობება მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

ეგოისტია, არ არის ძუნწი, პირიქით, ხელგაშლილია და უყვარს სხვების დახმარება.

ისეთი კაპრიზული ნატურა, როგორიც სერბერნარია, სასიყვარულო ურთიერთობებში სრულიად განსხვავებულ თვისებებს ამჟღავნებს. ძალიან წინდახედულია, ფრთხილი, სტაბილური, შეუძლია აწონ-დაწონოს ყველა დადებითი და უარყოფითი და არჩევანი ისე გააკეთოს.

არჩევანში იშვიათად ცდება, ხოლო შემდეგ ყოველ ღონეს ხმარობს, რომ წარმატებულად დაგეგმოს ოჯახური ცხოვრება, რაც ძალიან ხშირად მას შესანიშნავად გამოსდის.

მისი გონება პირველ რიგში ეყრდნობა ინტუიციას. ამას გარდა იგი ორიგინალურია და არც ფანტაზიების ნაკლებობას უჩივის. ძალიან გამჭრიახია და მისი წინასწარმეტყველებები ხშირად ხდება.

სერბერნარის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ინტელიგენტურობა, სინთეზისადმი სწრაფვა, ინტუიცია, ფანტაზია.

12.11 - 01.12 სპანიელი სპანიელი ლამაზია, თუმცა განსაკუთრებული ხიბლით არ გამოირჩევა. ახალგაზრდულ ასაკში შედარებით მიმზიდველია, თუმცა დროის დინებასთან ერთად კარგავს ამ თვისებებს.

სპანიელი გარესამყაროს და გარშემომყოფებს ქედმაღლურად უყურებს. იგი ესთეტია, მის ყურადღებას ფორმას უფრო იპყრობს, ვიდრე შინაარსი.

იგი ხაზგასმულად დისციპლინირებულია, ხასიათდება მორჩილებით. უყვარს როცა გამორჩეულია, ოცნებობს პატივზე და ჯილდოებზე. ძალიან იწყენს, როცა სხვები მის მიმართ არ გამოხატავენ აღფრთოვანებას.

ყველაზე მეტად მოსწონს, როცა ემორჩილება ერთხელ დადგენილ წესებს, ამიტომ იშვიათად იჩენს ინიციატივას. მის მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებას ყოველთვის თან ახლავს შეცდომის დაშვების შიში. ამავდროულად აქვს პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა.

არ უყვარს საყოველთაოდ დადგენილი ნორმებისგან დარღვევა. უხალისოდ თანხმდება ხოლმე ერთხელ გაკვალული და დატკეპნილი გზიდან გადახვევას. ახალ იდეებს კი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება.

სასიყვარულო ურთიერთობებში ძალინ პატიოსანი და მოწესრიგებულია. გრძნობას განიხილავს, როგორც დიდ პასუხისმგებლობას, ამიტომ სპანიელი საყვარელი და სასიამოვნო პარტნიორია.

მაგრამ თუ იგი დადგა არჩევანის წინაშე - სიყვარული თუ ვალდებულება, როგორც წესი არჩევანს მეორის სასარგებლოდ აკეთებს.

სპანიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - ინტელექტუალურობა, ინტუიცია, ფანტაზია, არტისტიზმისადმი მიდრეკილება.

02.12 - 22.12 სეტერი - სეტერი სიმპატიური და დელიკატურია, გამოკვეთილი ნაკვთებით. მიუხედავად იმისა, რომ არ ბრწყინავს სილამაზით, არასოდეს რჩება შეუმჩნეველი. მას შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა, თუმცა აქვს გარკვეული კომპლექსებიც.

არახალსაყრელ პირობებში თავს ცუდად გრძნობს, ცუდად გადააქვს სიძნელეები. თუ წუხს და ნაღვლიანობს, მისი თავდაცვითი სისტემა სუსტდება, ამიტომ დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, რომ ამან მასზე ძალიან უარყოფითად არ იმოქმედოს.

გააჩნია ძლიერ განვითარებული გრძნობა ოჯახური ცხოვრების მიმართ. საჭიროებს ახლობელ ადამიანებთან რეგულარულ კონტაქტებს, თუნდაც ისინი ვერ აფასებდნენ ამას და ვერ ამართლებდნენ მის იმედებს.

აქვს მოთხოვნილობა სტაბილურობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის სტაბილური ბევრ რამეში. ხასიათით სეტერი ემოციური, თუმცა შემწყნარებლურია. ეს თვისებები მას ხშირად უჯდება სულიერი სიმშვიდის ფასად, თუნდაც არ აყვეს ცთუნებებს.

მიუხედავად იმისა, რომ სეტერი არ გამოირჩევა სტაბილურობით (ხშირად უფრო აზრებში), იგი ცდილობს ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს ყოველდღიური მოვალეობები. მასზე დაყრდნობა შესაძლებელია. საქმეს ბეჯითად ასრულებს, თუმცა სულის სიღრმეში ზარმაცია.

იგი იმპულსურია და აღსავსეა კეთილი სურვილებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დიდ დროს ანდომებს ცხოვრებაში საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლას.სეტერი რეალისტია, ყოველთვის საქმიანი და წინდახედულია.

რაც შეეხება ოჯახურ და სასიყვარულო ურთიერთობებს, ამ საქმეში იგი სტაბილური და მოსიყვარულეა, მასთან ერთად ნამდვილად შეიძლება მყარი ოჯახის შექმნა, თუმცა სიურპრიზებს და რომანტიკას სეტერისგან არ უნდა ელოდოთ. იგი უბრალო გრძნობებს უფრო აფასებს, ვიდრე ფანატიზმს. ის ვინც უკომპლექსოა, სეტერს შესანიშნავად გაუგებს და შეეწყობა, თუმცა უნდა ახსოვდეთ, რომ მისი განაწყენება ძალიან მარტივად შეიძლება.

სეტერის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ნიშან-თვისებებია - იმპულსურობა, პრაქტიკული ჭკუა, წინდახედულობა, რეალიზმი, ორგანიზატორული ნიჭი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100