კაცები ქალებზე მეტს ლაპარაკობენ
მანჩესტერის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფმა კვლევა ჩაატარა.
ექსპერიმენტის ადრესატები, ამ შემთხვევაში მამაკაცების აღმოჩნდნენ.
სამეცნიერო ჯგუფმა გაარკვია, რომ კაცები ქალებზე გაცილებით მეტს ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი ექსპერიმენტის საფუძველზე დამტკიცდა.
მათ შექმნეს ჯგუფები, სადაც ექსპერიმენტის მონაწილეები წყვილებად იყვნენ დანაწილებული. წყვილში ერთი ქალი და ერთი მამაკაცი იყო. მათ შესთავაზეს სხვადასხვა თემები სასაუბროდ. აღმოჩნდა, რომ კაცები მოცემული თემებიდან 80%-ზე ენაწყლიანად საუბრობდნენ, თუმცა მათი სალაპარაკო ლექსიკონი ღარიბი იყო. ექსპერიმენტის ავტორები, ქალებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. აქ საუბარი არა არის ჭორაობაზე.
მათ დაამტკიცეს, რომ კაცები ქალებზე ჭკვიანები არიან, რაღაც საკითხებში და ეს ქალური უმოქმედობის ბრალია. ექსპერიმენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჯეფი ბიტმა თქვა, რომ ხშირ შემთხვევაში საუბრის აწყობა ძლიერი სქესის მხრიდან ხდება, რადგან ქალები საუბრის დაწყებისათვის თავს დიდად არ იწუხებენ, რაც ექსპერიმენტითაც დადასტურდა.
კომენტარი