სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში კორონავირუსით ხუთი ჟურნალისტი გარდაიცვალა

რუსეთში COVID-19-ით 5 ჟურნალისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ, ვლადიმერ სოლივიევმა განაცხადა. მისივე თქმით, სულ რუსეთში 200-მდე ჟურნალისტია ინფიცირებული.

ბოლო, 12 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 243-ს მიაღწია, აქედან 10 899 შემთხვევა ახალია. ამრიგად, რუსეთი მსოფლიოში ამ მაჩვენებლით აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100