სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს არ არის მეგობრული შეხვედრა" - ავსტრიის კანცლერი, ევროკავშირის პირველი ლიდერი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ პუტინს შეხვდა - "პირდაპირი და ხისტი" მოლაპარაკების დეტალები

ავ­სტრი­ის კან­ცლერ­მა კარლ ნე­ჰა­მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან დღეს "პირ­და­პი­რი, ღია და ხის­ტი“ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჰქონ­და - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რო­ი­ტერ­სი“ ავ­რცე­ლებს. "ეს არ არის მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა. ნე­ჰა­მერ­მა თქვა, რომ მისი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი კრემ­ლის ლი­დე­რის­თვის არის ის, რომ ომი უნდა დას­რულ­დეს, რად­გან „ომში ორი­ვე მხა­რე მხო­ლოდ და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი არი­ან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ავ­სტრი­უ­ლი მხა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ავ­სტრი­ის კან­ცლე­რის პრესს­პი­კე­რის ეტი­ენ ბერხტოლ­დის თქმით, შეხ­ვედ­რა პუ­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ ნოვო-ოგა­რი­ო­ვოს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 90 წუთს გაგ­რძელ­და. კარლ ნე­ჰა­მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ის არ არის "გან­სა­კუთ­რე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რი“ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ. "პუ­ტინ­თან ჩემი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, ამ­ჟა­მად მე არ ვარ გან­სა­კუთ­რე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რი. შე­ტე­ვა უკ­რა­ი­ნა­ში მზად­დე­ბა მონ­დო­მე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ნე­ჰა­მერ­მა მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე. კან­ცლერ­მა დას­ძი­ნა, რომ ის რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს "ფაქ­ტე­ბით" და­უ­პი­რის­პირ­და. "მე ნათ­ლად ვუ­თხა­რი ბა­ტონ პუ­ტინს, რომ მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, მის შე­ხე­დუ­ლე­ბას არა­ვინ იზი­ა­რებს. ის ამას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ერ­თგვარ თავ­დაც­ვით ოპე­რა­ცი­ად თვლის. ის ამას უწო­დებს სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს. მე ამას ომს ვე­ძა­ხი", - თქვა მან. კან­ცლე­რის თქმით, ასე­ვე ნა­თე­ლი და გა­სა­გე­ბი იყო, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ჯერ კი­დევ აქვს ნდო­ბა რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის თურ­ქეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მი­მართ. კარლ ნე­ჰა­მე­რის თქმით, მან ვლა­დი­მერ პუ­ტინს გა­ნუ­ცხა­და, რომ ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში "ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი“ უნდა და­ი­სა­ჯოს და გა­აფრ­თხი­ლა, რომ და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბი გაძ­ლი­ერ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა­ში. ”მე აღ­ვნიშ­ნე სე­რი­ო­ზუ­ლი ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ბუ­ჩა­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნე, რომ ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი უნდა და­ი­სა­ჯოს”, - დას­ძი­ნა ნე­ჰა­მერ­მა. ცნო­ბის­თვის, ნე­ჰა­მე­რი ევ­რო­კავ­ში­რის პირ­ვე­ლი ლი­დე­რია, რო­მე­ლიც პუ­ტინს მას შემ­დეგ შეხ­ვდა, რაც მან სა­კუ­თარ ჯა­რე­ბის 24 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა უბ­რძა­ნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100