რატომ ამბობს ტოიოტა ელექტომობილების წარმოებაზე უარს?
ტოიოტა ელექტრომობილების წარმოებას არ გეგმავს. აღნიშნული განცხადება Toyota Motor Corp.-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ტაკეში უჩიიმადამ (Takeshi Uchiyamada) გააკეთა. მისი განმარტებით ავტომწარმოებელი კომპანია არ აპირებს ფინანსების ჩადებას ამ სფეროში, რადგან მსოფლიოს ავტობაზარი ასეტი ტიპის სიახლეებისთვის მზად არ არის.
„ჩვენი კომპანია არ ინტერესდება იმ სფეროს განვითარებით, რომელზეც მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა არ არის“ - განაცხადა ტაკეში უჩიიმადამ.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტოიოტა ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla Motors-ის აქციების მფლობელია, რაც იმას ნიშნავს, რომელექტომობილების წარმოებაში გარკვეულ როლს იაპონური ავტოკონცერნი გარკვეულ როლს მაინც თამასობს.
კომენტარი