სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცინებოდა, ბევრი კომენტარი წავიკითხე, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან შურისძიება. მე რომ შურისძიება მდომოდა თავის დროზე მოვახერხებდი ამის გასაჩივრებას - მაყაშვილი

მე რომ შურისძიება მდომოდა და 11 წელი ეს ბოროტება მეტარებინა, თავის დროზე მოვახერხებდი ამის გასაჩივრებას, – ამის შესახებ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ყველა ის ქალი, ძალიან ბევრი ქალი, ვინც ახლა აღარ არის ძალადობის მსხვერპლი, თუმცა გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი, დღემდე ვერ ახერხებს ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, 20-30-35 წელი იყოს გასული. ამ თემაზე ლაპარაკი არის ძალიან რთული, ეს თემა მთელი ცხოვრება გაქვს გულში და გჭამს. პოზიტიურობა, რა თქმა უნდა, შევინარჩუნე, რადგან ოჯახი და მეგობრები დამიდგნენ გვერდით. იმ დღემდე, სანამ მე ამ ყველაფერს ვიტყოდი, ხდებოდა ჩემი რეაბილიტაცია.

არასდროს მიყვარდა პირადზე საუბარი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ვფიქრობდი, რომ მოსაყოლი არც არაფერი იყო, მაგრამ ყოველთვის ვაკვირდებოდი ქალზე ძალადობის ფაქტებს, სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდა.

მეცინებოდა, ბევრი კომენტარი წავიკითხე, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან შურისძიება. მე რომ შურისძიება მდომოდა და 11 წელი ეს ბოროტება მეტარებინა, თავის დროზე მოვახერხებდი ამის გასაჩივრებას. ჩემი მიზანი არ იყო ეს, ჩემი მიზანი იყო ის, რომ იმ ქალების გულამდე, ვინც ახლა ფიქრობს, რომ მათთვის ის ცხოვრება არის ნორმა, რაშიც ახლა არიან, მინდოდა მეჩვენება, რომ ეს არ არის ნორმა, არის ნორმა ის, რომ შენ იქნები ბედნიერი, შენ იქნები წარმატებული, შენ იქნები კარგად, თუ უბრალოდ ოდნავ მაინც გაძლიერდები და შენ შენს თავში იპოვი პატარა ნაპერწკალს, თავის დროზე ვიპოვე და გავაღვივე“, – განაცხადა მაყაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100