მოდით, დავაკვირდეთ იაპონელებს!
წერილი, რომელსაც ქვემოთ ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს, რუსულ („shturmnovosti.com") საიტზე დაბეჭდილი ვრცელი მასალის დაიჯესტია. წერილს სათაურად აქვს: „იაპონია იაპონელებისთვის. ჭკუის სასწავლებელი მაგალითი რუსებისათვის". ჩვენც შეგვეძლო შეგვენარჩუნებინა ქართულად თარგმნილი წერილისათვის მსგავსი სათაური, ან მიმსგავსებული - თუნდაც ასეთი: „ქართველო, მიბაძე იაპონელებს", მაგრამ ის, რაც რუსებისთვის და იაპონელებისთვის (ამერიკელებისთვის, დანიელებისთვის, სომხებისთვის...) იოლად მისაღებია, ჩვენთვის დაუშვებელი ხდება და სხვებისთვის პატრიოტიზმად ჩათვლილ საქციელში ჩვენ ნაციონალიზმი მოგვეწერება ხოლმე. ამიტომაც ავირჩიეთ მოკრძალებული მოწოდება: „ მოდით, დავაკვირდეთ იაპონელებს! "
„იაპონელები დარწმუნებულნი არიან თავიანთ უნიკალურობაში. არსებობს მთელი თეორია, სადაც ავტორები მსჯელობენ იმის თაობაზე, რამდენად მიუღწეველნი არიან იაპონელები სხვა ხალხებისათვის.
ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში იაპონელებს იმდენად არ სურდათ უცხო ხალხის ყოფნა მათ მიწაზე, რომ ორი საუკუნით დაკეტეს თავისი ქვეყნის საზღვრები. იძულებითმა დაბრუნებამ სხვა ქვეყნების თანამეგობრობაში 1853 წელს არ შეცვალა განკერძოებულობის განცდა - მათთვის ყველაფერი ძალიან ადვილად გადასაწყვეტია: ერთადერთი საშუალება იაპონელად გახდომისა არის - დაბადება იაპონელად!
ამის საუკეთესო ილუსტრაციაა, თუ როგორ ეპყრობიან იაპონელები მათ ქვეყანაში მცხოვრებ კორეელებს. 1910 წლიდან 1945 წლამდე, როდესაც კორეა იაპონიის ნაწილი იყო, ბევრი კორეელი გადასახლდა იაპონიაში. ამჟამად იაპონიაში ცხოვრობს ათასობით მესამე თაობის კორეელი. ისინი გარეგნულად გამოიყურებიან იაპონელთა მსგავსად და ისევე იქცევიან, როგორც იაპონელები - მათ აქვთ ბინადრობის უფლება, მაგრამ ისინი არ არიან იაპონიის მოქალაქენი, მათ არ შეუძლიათ ხმა მისცენ არჩევნებზე, იმუშაონ სახელმწიფო დაწესებულებებში და იაპონელთა დიდი უმრავლესობა არ ქმნის მათთან საერთო ოჯახებს, არ იღებს სამუშაოზე. უკანასკნელ ხანს ეს საკითხი წინა პლანზე წამოიჭრა ლიბერალურ პრესაში, მაგრამ იაპონელთა მეტი წილი თვლის - თუკი კორეელებს მათი კანონები არ მოსწონთ, შუძლიათ წაბრძანდნენ თავიანთ კორეაში. იაპონელებს რომ ჰკითხოთ, რამდენი თაობა დასჭირდებათ კორეელებს, რომ იაპონელებად იქცნენ, გიპასუხებენ: „ისინი ყოველთვის დარჩებიან კორეელებად".
იაპონელები ასევე უნდობლობით ეკიდებიან თავიანთ თანამემამულე-ემიგრანტებს. მათთვის ნებისმიერი იაპონელი, რომელიც გადასახლდა ბრაზილიაში ან შეერთებულ შტატებში, ავტომატურად კარგავს იაპონელობას. თუ ამ ემიგრანტთა შთამომავალი ოდესმე დაბრუნდება იაპონიაში, მისდამი დამოკიდებულება იქნება ისეთივე, როგორც კორეელთა მიმართ.
თუკი იაპონელები ვერ ჰგუობენ ხალხს, რომელიც მისგან თითქმის არ განირჩევა, იოლი წარმოსადგენია, როგორ მოეკიდებიან მათ, ვინც თვალსაჩინოდ განსხვავდება მათგან - 1986 წელს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იასუხირო ნაკასონემ შენიშნა, რომ აშშ-ის მოსახლეობაში შავკანიანთა და მექსიკელთა დიდი პროცენტი ანელებს ამერიკულ ეკონომიკას და ხდის ქვეყანას ნაკლებად კონკურენტუნარიანს. აშშ-ში ამ შენიშვნამ დიდი აღშფოთება გამოიწვია, იაპონელთათვის კი ეს უდავო ჭეშმარიტება გახლდათ. იაპონელებისაგან შავკანიანთა მიუღებლობა ახალი ამბავი არ არის. ომისშემდგომი იაპონიის ოკუპაციის ერთი შედეგთაგანი იყო ახალ თაობაში იაპონელთა და ამერიკელთა ქორწინებისგან დაბადებული შვილებიც. ნახევრად თეთრ ბავშვებს იაპონელები ბუზღუნით, მაგრამ მაინც იტანენ; ნახევრად შავი ბავშვები დედებთან ერთად იაპონელებმა გაამგზავრეს უკან - ბრაზილიაში.
დროდადრო იაპონელებს მორალურად იძულებულს ხდიან მიიღონ უცხოელები. 70-იან წლებში აშშ-მა პრაქტიკულად აიძულა იაპონია მიეღო ვიეტნამელი დევნილების გარკვეული ნაწილი. ვიეტნამელებმა ძალიან მალე იგრძნეს, რომ მათი იქ ყოფნა არ იყო სასურველი და უმეტესობა საბოლოოდ გადაბარგდა შეერთებულ შტატებში. იაპონელები გულში დღესასწაულობდნენ.
იაპონია დიდი ხმაურის გარეშე არღვევს იმ წესებს, რომლებიც ამერიკელებმა საყოველთაო აუცილებლობით დაუწესეს ყველა ქვეყანას. დასავლეთის სახელმწიფოებს განსაკუთრებით აცოფებს სქესობრივი დისკრიმინაცია. კაცები და ქალები მუშაობენ სხვადასხვა სფეროში და არავინ იმაღლებს ხმას ამის წინააღმდეგ. ბევრი კომპანია სულ სხვადასხვაგვარად გეგმავს კარიერას ქალებისა და კაცებისათვის. თუკი ქალების უმრავლესობა გათხოვების შემდეგ თავს ანებებს სამუშაოს, მაშ რაღად უნდა მას მენეჯმენტის შესწავლა?
მაგრამ დიასახლისობა იაპონიაში რთული ამოცანაა. მამაკაცების უმეტესობა მთელ ხელფასს აძლევს ცოლს, იტოვებს მხოლოდ ჯიბის ფულს. ქალი წყვეტს - რომელ სკოლაში მიაბაროს ბავშვი, სად გაატარონ შვებულება, იყიდონ თუ არა სახლი. ქალების დამსახურებაა, რომ იაპონელი მოსწავლეები ამდენს მეცადინეობენ და პირველ ადგილებს იკავებენ ყველა საერთაშორისო შეჯიბრებებში.
რამდენიც უნდა უხსნან ამერიკელმა ფემინისტებმა იაპონელ ქალებს, თუ რა მძიმე ხვედრში არიან ისინი, იაპონელი ქალები ერთ ყურში უშვებენ და მეორიდან გამოუშვებენ ხოლმე - ისინი ამჯობინებენ იცხოვრონ პირობებში, როდესაც მათი შვილები არ ესწრაფვიან თავისუფლებას მშობლებისაგან; ვითარებაში, სადაც თითქმის არ ხდება ბავშვთა დანაშაული; არ არსებობენ უკანონო შვილები და სადაც განქორწინება ორჯერ და მეტად ნაკლებად არის დაფიქსირებული, ვიდრე ამერიკაში.
ტრადიციულია იაპონელთა შეხედულება ჰომოსექსუალიზმზე - ჰომოსექსუალისტები არ უყვართ იაპონიაში; აქ არ ჰყავთ „შიდსით" ავადმყოფები. უკანასკნელი მონაცემებით მათი რაოდენობა ქვეყანაში 400 ადამიანია, მაშინ, როდესაც აშშ-ში 125 ათასი ასეთი ავადმყოფია და ინფიცირებული - მილიონამდე.
ერთი ნაკლი აქვთ იაპონელებს - დაბალი შობადობა - საშუალოდ 1,53 ბავშვი; მაგრამ ამ პრობლემასაც ისინი ჭრიან არა სამხრეთ აზიიდან ცოცხალი ძალის შემოყვანის გზით, არამედ საპენსიო ასაკის ზრდით 65-დან 75 წლამდე.
ამერიკელების აზრით ასეთი ზომის მიღება სისულელეა, მაგრამ იაპონელები სამშობლოს და ერის ერთიანობისთვის მზად არიან ყოველგვარი ღონისძიებისთვის. თანაც, ეს არცთუ დიდი საფასურია ყველაფერ იმ სიკეთის გათვალისწინებით, რასაც იაპონელები გადასცემენ თავიანთ მომდევნო თაობებს - მტკიცედ შეკრულ ეროვნულ სხეულს, კულტურულ ერთობას, ოჯახურ კავშირებს, სამშობლოს სიყვარულს და უნიკალურ იაპონურ ხასიათს. მართალია, იაპონიაში არის რასიზმიც, ჰომოფობიაც, სექსიზმიც, ნატივიზმიც - მაგრამ, ამისდა მიუხედავად, იაპონია, შესაძლოა, ყველაზე წარმატებული ქვეყანა იყოს მსოფლიოში!"
კომენტარი