5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: საკმაოდ დაძაბული დღე გელით. ამიტომ, კარგი იქნება დილიდანვე თუ მოიკრებთ ძალას და საქმიანობას ენერეგიულად შეუდგებით. დღეს უმნიშვნელო ამბებსაც დიდ ყურადღებას დაუთმობთ. ეს კი თქვენს გადაღლილობას გამოიწვევს, კარგი იქნება საღამოს საათებს განტვირთვასა და დასვენებას თუ მოანდომებთ.
კურო: დღეს გაგიჩნდებათ შანსი, რომელიც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ. ამ შემთხვევაში სამომავლოდ დიდი წარმატება გაქვთ გარანტირებული. ეცადეთ საკუთარი თავის კონტროლს და დაკისრებული მოვალეობები რაც შეიძლბე კარგად შეასრულეთ.
ტყუპები: დღეს მიხვდებით, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები გაქვთ. კარგი იქნება ამ პრობლემების მოგვარებას თქვენი დროის უმეტეს ნაწილს თუ დაუთმობთ. გახსოვდეთ, რომ საქმე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადოთ. წინააღმდეგ შემთვევაში სამომავლოდ მსგავსი დაბრკოლებების გადალახვა ძალიან გაგიჭირდებათ.
კირჩხიბი: დღეს შეძლებთ თქვენს მეგობრებს დახმარების ხელი გაუწოდოთ. მსგავსი სიტუაცია თქვენზე დადებითად იმოქმედებს. რჩევები, რომელთა მიცემასაც ახლობლებისთვის შეძლებთ, მათ ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებენ.
ლომი: დღეს ძალაუფლებისთვის ბრძოლა მოგიწევთ, ეს კი დიდი საშიშროების წინაშე დაგაყენებთ. კარგი იქნება საკუთარი თავის კონტროლს თუ შეძლებთ და არსებული სიტუაციიდან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.
ქალწული: გახსოვდეთ, რომ თქვენს შრომისმოყვარეობას აუცილებლად დაგიფასებენ. ამიტომ მოიკრიბეთ უკანასკნელი ძალები და დაკისრებული მოვალობების შესრულებას შეუდექით. ხოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე მეგობრებს მიაკითხეთ და მათ თქვენი ემოციები გაუმხილეთ.
სასწორი: დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. კარგი იქნება ამ შესაძლებლობას რაციონალურად თუ გადაანაწილებთ და რაიმე კონკრეტულ საქმეზე არ გააკეთებთ ორიენტაციას.
მორიელი: კარგი იქნება დღეს სერიოზული პრობლემების მოგვარებას თუ არ დაიწყებთ. შედეგებმა შესაძლოა თქვენი იმედგაცრუებე გამოიწვიოს. ამიტომ სამუშაო დღის დასრულებისთანავე უბრალოდ გასართობად მიაკითხეთ მეგობრებსა და ახლობლებს და რამდენიმე საათით რეალობა დაივიწყეთ.
მშვილდოსანი: დღეს შეძლებთ დაძაბულობას გაუმკლავდეთ, ეს კი საშუალებას მოგცემთ უარი თქვათ ნეგატიურ ემოციებზე. შესაძლოა არ აღიაროთ, რომ თქვენს შინაგან სამყაროს შველა სჭირდება, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაძლებთ. ამიტომ, კარგი იქნება რამდენიმეკვირიან დასვენებას თუ გამოიწერთ.
თხის რქა: დღეს პოზიტიური ენერგიით აივსებით. ეს ძალიან კარგია, რადგან უკანასკნელი დღეების მანძილზე სერიოზულ გადაღლილობას გრძნობთ. მსგავსი სიტუაცია კი განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.
მერწყული: დღეს მოგიწევთ თქვენს კოლეგებთან არასასიამოვნო თემაზე საუბარი, ეს კი თქვენი ხასიათის ნეგატიურობას გამოიწვევს. ეცადეთ თქვენი პოზიციები მტკიცედ დაიცვათ და სხვებს თქვენი დამცირების საშუალება არ მისცეთ.
თევზები: თქვენი მეგობრების გარკვეული ნაწილის ზედმეტი ყურადღება თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს და ამის გამო გადაღლილობასაც გრძნობთ. კარგი იქნება ამ ყოველივეს თქვენს მეგობრებს თუ გაუმხელთ და თქვენი ნეგატიური განწყობის მიზეზსაც სააშკარაოზე გამოიტანთ.
კომენტარი