ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, პუტჩისტებს დასჯიან
როგორც „ბი–ბი–სი“ იუწყება, ანკარაში იწყება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის – ქენან ევრენის და სამხედრო–საჰაერო ძალების მთავარსარდლის – ტაჩინ სახინკაის სასამართლო პროცესი. 1980 წელს მოწყობილი სამხედრო გადატრიალების გამო, სასამართლოს წინაშე წარდგებიან ყოფილი პრეზიდენტი და მთავარსარდალი. სწორედ ეს ორი მოხუცია დღეს ცოცხლად დარჩენილი იმდროინდელი გადატრიალების ორგანიზატორთაგან.
გენერალი ქენან ევრენი სათავეში ედგა პუტჩისტურ ამბოხს, რომლის შედეგადაც 1983 წლის იმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სადაც დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ ხუნტის –მაშინდელი ქვეყნის უშიშროების სამხედრო–ეროვნული საბჭოს მიერ დამტკიცებული პარტიები.
გადატრიალების შემდეგ საპატიმროებში მოხვდა ნახევარ მილიონამდე ადამიანი, რომელთაგან მრავალი აწამეს, ბევრიც დაასახიჩრეს და დახოცეს, ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე.
სამშობლოს ორი მოღალატე ბრალდებულია თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანaშაულში და კანონიერი ხელისუფლების დამხობაში. ასაკისდა მიუხედავად, მათ ემუქრებათ სამუდამო პარტიმრობა.
შენიშვნა: მასალის ფოტოსურათზე არ არიან გამოსახული თურქი პუტჩისტები...
კომენტარი