სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასშტაბური აქცია მესამე პრეზიდენტის დასახსნელად - თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა

თავისუფლების მოედნისკენ მომავალი ადამიანების ნაკადი არ წყდება. ამ წუთებში მოედანი თითქმის სრულად არის შევსებული, თუმცა როგორც აქ მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, სულ მცირე დროში კიდევ უფრო მეტნი იქნებიან, როდესაც რეგიონები სრულად შემოუერთდება აქციას.

აქციის ორგანიზატორები კოვიდრეგულაციების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ, მათ თავისუფლების მოედნის შესასვლელში შესაბამისი ჯგუფები ჰყავთ მობილიზებული, რომლებიც აქციის მონაწილეებს პირბადეებს ურიგებენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შორის პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100