Jeep Grand Cherokee SRT8
შეიქმნა ახალი SRT8, რომელიც საჭის როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა განლაგების ვარიანტებში შეიქმნა. იგი აღჭურვილია HEMI V8 ტიპის, 6,4 ლიტრიანი ძრავით. ამ აგრეგატს 464 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ახალი მოდელი 100 კმ/სთ–ს 4,8 წამში ანვითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Grand Cherokee–ს ახალმა სერიამ წინამორბედების მსგავსი მახასიათებლების დემონსტრირება მოახდინა. თუმცა, მთავარი ის არის, რომ ახალი თაობის ავტომობილი, აღჭურვილია სისტემით, რომელსაჩ შეუძლია ძრავის ცილინდრების ნაწილის მუშაობის გამორთვა. ეს უკანასკნელი ყოველ 100 კილომეტრზე 14 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ეს მაჩვენებელი კი წინამორბედებისგან შედარებით 12 პროცენტით გაუმჯობესებულია
აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილის გამოჩენა თაყვანისმცემლებს ზალიან გაახარებს. საბაზო კომპექტაციაში შევა: გასართობი სისტემა ნავიგაციითა და დიდი, სენსორული დისპლეით, სპორტული სავარძლები, ორ ლუქიანი სახურავი და ადაპტირებული კრუიზ–კონტროლი. დიდ ბრიტანეთში, ამ მოდელის ღირებულება 50 ათასი ფუნტი იქნება.
კომენტარი