სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოზურგეთში სახალხო დღესასწაული „ასკანობა“ აღინიშნა

ისტორიულ სოფელ ასკანაში „ასკანობა“ წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა. ტრადიციად ქცეული დღესასწაული სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, შეჯიბრი მინი-ფეხბურთსა და მკლავჭიდში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. დღესვე ასკანის ადმინისტრაციულ ცენტრში ბიბლიოთეკა გაიხსნა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ და „სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანების“ ხელმძღვანელმა რუსუდან მემარნიშვილმა ასკანის ბიბლიოთეკას საჩუქრად ახალი წიგნები გადასცეს. ადგილობრივ მოსახლეობას სცენიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - მერაბ ჭანუყვაძემ მიმართა. „ ვულოცავ „ასკანობის“ დღესასწაულს ამ განსაკუთრებულ სოფელს. სულ მალე, აქ მასშტაბური პროექტები განხორცილდება. უახლოეს დღეებში დაიწყება 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაზიფიკაცია, რესტავრაცია ჩაუტარდება ასკანის ციხეს. სოფელი გამოცოცხლდება და კომფორტული გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. სახალხო დღესასწაული „თეატრალური კვარტეტისა“ და მომღერალ ბექა ჩხაიძის კონცერტით დასრულდა. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100