20 წლიანი ცალმხრივი სიყვარულის შემდეგ ტარანტინოს ოცნება ახდა
ტარანტინოს უმა უკვე 20 წელია უყვარს, მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ ეს ქალი მისი მუზაა. წლების განმავლობაში მსახიობი მის სიყვარულს მეგობრობით პასუხობდა და ცოლად სულ სხვა კაცებს მიჰყვებოდა.
20 წლის შემდეგ კი გენიალური რეჟისორის ოცნება ახდა, მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული და შემოქმედებითი მუზა ახლა უკვე მისი ქალია. ფართო საზოგადოებამ ამ რომანის შესახებ კანის კინოფესტივალზე შეიტყო, სადაც წყვილი საკუთარ გრძნობებსა და ურთიერთობას აღარ მალავდა.
რეჟისორი კვენტინ ტარანტინო და მსახიობი უმა ტურმანი ერთმანეთს 1994 წელს ფილმ Pulp Fiction - ის გადაღებებზე შეხვდნენ, ამ ფილმმა ორივე მათგანი ვარსკვლავებად აქცია, თუმცა შეყვარებული ტარანტინოს მთავარ ოცნებას ახდენა არ ეწერა. უმას ქმარი და სამი შვილი ჰყავდა, ერთი თვის წინ კი ლამაზმანი ქმარს გაშორდა და ტარანტინოს დროის დაკარგვა არც უცდია, ის საჭირო დროს, საჭირო ადგილას ახმოჩნდა და ოცნების ქალი დაისაკუთრა.
კომენტარი