სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყველამ ვაღიარეთ, რომ არჩევნებმა დემორატიულად ჩაიარა, თუმცა უმრავლესობას დაავიწდა იმის აღნიშვნა, რომ ყოფილი პრემიერი ციხეშია“

ვანო მერაბიშვილი საკანში პოლონელმა დეპუტატებმა მოინახულეს. სეიმის წევრები აცხადებენ, რომ თუ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება სურს მაშინ ვილნიუსის სამიტზე ვანო მერაბიშვილის საკითხი აუცლებლად უნდა იქნას განხილული. პოლონეთის სეიმის წევრი მალგორ ზატა გოშიევსკა მერაბიშვილის დაკავებას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებეს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები ყოველთვის იქნებიან დაინტერსებული ვანო მერაბიშვილისათვის პატიმრობა მოეხსნით.

„ყველამ ვაღიარეთ, რომ საარჩევნო პროცესმა ძალიან წარმატებულად და დემორატიულად ჩაიარა თუმცა უმრავლესობას დაავიწდა იმის აღნიშვნა, რომ ყოფილი პრემიერი ციხეშია. საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ვილნიუსში დაგეგმილია სამიტი და თუ სურს საქართველოს ევროპისკენ წარმატებული ნაბიჯი გადადგას შეუძლებელი იქნება, რომ სამიტზე ვანო მერაბიშვილის საკითხი არ იქნეს განხილული. მე მაწუხებს ის გარემოებაც, რომ ის დადის ქუთაისში სასამართლო სხდომებზე მაშინ როდესაც ეს თბილისშიც არის შესაძლებელი. აგრეთვე 4000 მოწმე არის დასაკითხი სასამართლო პროცესის განხილვისას და მათ დაკითხვას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ამის ლოგიკური ახსნა ვერ ვიპოვე“,-განაცხადა მალგორ ზატა გოშიევსკამ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100