სოფელ დიღომში მამაკაცმა 5 წლის შვილი და ცოლი დანით მოკლა
სოფელ დიღომში ქმარმა დანით მოკლა მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი, რომელიც ტრაგედიის დროს ლოგინში იწვა. ამის შემდეგ გოჩა ფ-მ თვითმკვლელობა სცადა და ყელი გამოიჭრა.
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული გოჩა ფ. ოჯახის წევრების მკვლელობის ფაქტზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს და სამედიცინო დახმარების მიზნით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)
როგორც ოჯახის მეზობლები აცხადებენ ოჯახი 5 წელია აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს. მათივე თქმით, მათ "ნორმალურ ოჯახად" იცნობდნენ. მოკლული ბავშვის გარდა მამაკაცს დარჩა კიდევ ორი შვილი.
კომენტარი