ყვარელში 35 წლის ქალი მამამთილმა სანადირო თოფით დაჭრა
ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში 35 წლის ქალის მამამთილმა სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. შემთხვევა 22 ივნისს მოხდა. სროლამდე რძალსა და მამამთილს შორის შელაპარაკება მოხდა. დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
„პაციენტი მარჯვენა თეძოს მიდამოშია დაჭრილი. შემოყვანის დროს ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რადგან საფანტი მუცელში გაიხსნა და ორგანოები დააზიანა. საჭირო გახდა საშვილოსნოს ამოჭრა. პაციენტს გაგლეჯილი ჰქონდა დიდი სისხლძარღვებიც. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებს“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ზაზა კოპლატაძე.
დაჭრილი ქალი სამი შვილის დედაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 75 წლამდე მამაკაცი უკვე დააკავა, არარეგისტრირებული სანადირო თოფი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 19–108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქართველოში გასულ წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 21, ხოლო 2015 წელს 16 ქალი მოკლეს.
კომენტარი