სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას მკაფიოდ აუხსნა, რა უნდა გააკეთოს - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხელისუფლებისგან ამ დრომდე ელოდება კონკრეტულ გეგმას, როგორ აპირებს მთავრობა მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მკურნალობას და შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის მართავს. ის, რაც ხელისუფლებამ ნოემბრის გადაწყვეტილებაში ვერ ან არ ამოიკითხა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაუზუსტა და შეახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე პრიორიტეტულია და გამოთხოვილი ინფორმაცია დროულად უნდა მიაწოდონ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა თუთბერიძე იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი სტრასბურგის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას აღარ შეეცდება და სასამართლოს მოთხოვნის შესრულებას დაიწყებს. "იუსტიციის სამინისტრო შეეცადა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალიან მცდარ ინტერპრეტაციას. იუსტიციის მინისტრი ითხოვდა, რომ ჟურნალისტებს მისთვის გაეხაზათ რეკომენდაციებში ან დოკუმენტში შესაბამისი მუხლები. ჩემი აზრით, სტრასბურგის სასამართლომ გააკეთა სწორედ ეს - მან გაუხაზა სახელმწიფოს რა უნდა გააკეთოს და მკაფიოდ აუხსნა, რა არის ქართული მხარის, ხელისუფლების პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, აღარ შეეცდება მისტიკური ინსიმულაციების აგებას ამ პრეს-რელიზისა და სტრასბურგის გადაწყვეტილების მიმართ და შეუდგება სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესრულებას", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100