განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა - აი, რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 სრულწლოვანს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
მოსამართლემ არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 2 არასწრულწლოვნის მიმართაც, რომელთა პატიმრობის ვადაც ჯერ განსაზღვრული არ არის. ზ.ხ-სა და აკაკი ქვრივიშვილის განაჩენი 2021 16 მარტს გამოცხადება.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და ამ საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ესწრებოდა 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი.
მხარეები სხდომათა დარბაზს უკვე ტოვებენ.
კომენტარი