ვინ იპოვა ბუჩქებში ამირხანაშვილი, ვინ გამოეკიდა 19 წლის ფეხბურთელს და რა მანძილი იყო შაქარაშილსა და მდევრებს შორის - პროკურატურა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს
10-დღიანი ვადა შინაგან საქმეთა სამინისტროს - პროკურატურა მთავარი მოწმის დაკითხვით უკმაყოფილოა და გომელაურის უწყებას დამატებითი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას და მოწმეების ხელახლა გამოკითხვას სთხოვს.
პროკურატურას
ეჭვი აქვს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის "ოქროს მოწმე" გური
ამირხანაშვილი , გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ჩვენებებში თქვა.
მთავარი საგამოძიებო უწყება ასევე ითხოვს იმის დადგენას, ვინ იპოვა
ბუჩქებში ამირხანაშვილი, ვინ გამოეკიდა 19 წლის ფეხბურთელს და რა მანძილი
იყო შაქარაშილსა და მდევრებს შორის.
ულტიმატუმის წერილში პროკურატურა შსს-ს სთხოვს დეტალურად შეისწავლოს იაკობ ბრეგვაძის საქმე და დაადგინოს რა ვითარებაში და როგო წავიდა შემთხვევის ადგილიდან ფოტოგრაფი.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის ულტიმატუმი იმის დასტურია, რომ შსს-ს საქმით ობუექტურად გამოძიება არ სურს. უფლებადამცველები ასევე განმარტავენ იმასაც, რომ გამომძიებლების მხრიდან ძალიან ბევრი ხარვეზია დაშვებული.
"2-ივლისს პროკურატურამ წერილობითი მითითება მისწერა შსს-ს და დასვა ყველა ის კითხვა, რომელსაც ჩვენ ვსვამთ და მიუთითა მას, რომ დაეკონკრეტებინა, გაეცა პასუხი და აეხსნა თუ რატომ არის წინააღმდეგობა ოთხივე ჩვენებაში, რომელსაც ამირხანაშვილი იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ შსს გამოძიებას ვერ ართმევს თავს" - აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.
"ეს არის ფარსი, იმიტომ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში როგორც შინაგან საქმნეთა სამინისტრო, ასევე მთავარი პროკურატურა, ასევე ე.წ სუს-ი ჩართული იყვნენ და საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. ალბათ ცდილობენ ერთმანეთზე გადაბრალებას. პროკურატურა ალბათ ცდილობს, რომ მათზე არ გადატყდეს ჯოხი და ჯოხი გადატყდეს შსს-ზე",- აცხადებს საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული პირის ადბოკატი ალექსანდრე კობაიძე.

კომენტარი