გორის ცენტრში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა - მან მიზეზად, ბოლო პერიოდში, სამსახურის დაკარგვის გამო შექმნილი მძიმე მდგომარეობა დაასახელა
გორის ცენტრში პოლიციაა მობილიზებული. ქალაქში თავის დაწვა სცადეს. "ნიუპოსტის" კორსპონდნეტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სტალინის სახელობის სკვერში მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცმა რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზად ის სოციალური მდგომარეობა დაასახელა, რომელშიც ბოლო პერიოდში, სამსახურის დაკარგვის გამო აღმოჩნდა.
მისი დახმარება თვითმხილველებმა შეძლეს და მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო. ამ წუთებში კი, ახალგაზრდა პოლიციაში, დაკითხვაზეა გადაყვანილი.
კომენტარი