სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯანმრთელობის გაუარესება, ტრავმებისა და ავარიების მომატება" - მიხეილს ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2019 წელს მოსალოდნელია მატერიალური და ფინანსური ურთიერთობების ტრანსფორმაცია.

იანვარ-თებერვალ მარტში დედამიწა დაძაბულ ენერგოველში აღმოჩნდება.

"
თუ 2018 წელს ახალი საქმე ან ბიზნესი დაიწყეთ, ის წელს საკმაოდ კარგ მოგებას მოგცემთ. 2019 წელს მოსალოდნელია მატერიალური და ფინანსური ურთიერთობების ტრანსფორმაცია, ვალუტის კურსისა და აქციათა ცვლილებები. ამიტომ, ამის ფონზე, ბიზნესის სფეროში მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, არაერთი ქვეყნის ეკონომიკა აღმოჩნება კოსმიური გამოცდის წინაშე.

თუ ამ პროცესს სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან საგანგებო რეაქციები არ მოჰყვა, სიტუაცია ადვილად არ ჩაივლის. დიპლომატთა და საზოგადოებრივი აზრის ძალისხმევით შესაძლებელი იქნება არაერთი საკონფლიქტო სიტუაციის განმუხტვა, როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე საგარეო ურთიერთობებში. საკომუნიკაციო სისტემების მხრიდან მოიმატებს არასწორი და ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების ტენდენცია. ამიტომ, იყავით ობიექტური და დაკვირვებული, რათა ილუზიებში და მოტყუებულ პოზიციაში არ აღმოჩნდეთ.

ზოგადად, წლის დასაწყისშიიანვარი, თებერვალი, მარტიდედამიწა აღმოჩნდება დაძაბული ენერგოველის პირობებში. 7-29 იანვრის შუალედში კოსმოპლანეტური ნეგატიური ენერგიები ხელს შეუწყობს დაძაბული სიტუაციების წარმოქმნას, ჯანმრთელობის გაუარესებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების სიკვდილიანობას.

ამ პერიოდში ბევრ ადამიანს მოუნდება გეგმის შეცვლა, მათ შორის არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო. ამ პერიოდში, მაღალია ტექნოლოგიური და ეკოლოგიური კატასტროფების ალბათობა, ტრავმებისა და ავარიების მომატება, კრიმინოგენური სიტუაციის გაზრდა და გაუარესება. ამ მხრივ ყველაზე სახიფათო პერიოდია 8-11 და 14-25 იანვარი, შემდგომ, 20 თებერვლიდან დაიწყება შედარებით ჰარმონიული პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება კავშირების აღდგენა, ურთიერთობების გამოსწორება.

5-17 მარტის შუალედი განსაკუთრებით პოზიტიური და კარგია, როცა შესაძლებელია გეგმების რეალიზება. აპრილი, მაისი, ივნისიეს პერიოდი საკმაოდ რთული იქნება და ნეგატიურ დაღს დაასვამს ადამიანის კარიერასა და ბედ-იღბალს. 2-17 აპრილის შუალედი კოსმიური გამოცდების დროა. ამ პერიოდში დიპლომატიას უნდა დაეყრდნოთ. 25 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კი მეტად დაძაბული დროამოიმატებს კატასტროფების, ტექნიკური ავარიების შემთხვევები.

არასტაბილური იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ფონი და ამ სფეროებშიც კონფლიქტური სიტუაციები იმატებს. ეს დრო ნეგატიურ დაღს დაასვამს პარტნიორულ და საოჯახო ურთიერთობებს, მსოფლიოში კი, სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტები იმატებს. ზოგადად, სერიოზული კოსმიურიჭექა ქუხილიწელს 5-29 ივნისის პერიოდშია მოსალოდნელი. მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქმეების გადასწყვეტად კი ყველაზე სასიკეთო დრო 10-30 მაისის შუალედი იქნება.

ამ წლის განმავლობაში ყველაზე ცვალებადი დრო ივნისია, როცა რთული პერიოდის გავლა მოგვიწევს. მოსალოდნელია კონფლიქტების გაღრმავება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

20-29 ივნისის პერიოდში, შესაძლოა არაერთი ფირმა და ორგანიზაცია აღმოჩნდეს ფინანსურად კრიზისულ მდგომარეობაში. ივლისი-აგვისტო-სექტემბერიდედამიწის გეომანტია და ენერგოველი 17 ივლისამდე ნეგატიურ და დაძაბულ მდგომარეობაში იქნება. თეთრი და შავი კოსმიური ძალების ჭიდილი ბევრ ქვეყანაში არასტაბილურ სიტუაციებს გამოიწვევს, ამას მოჰყვება ლიდერების გადაყენება, ცვლილებები სამთავრობო სტრუქტურებში და ხელმძღვანელობის შეცვლა, მათ შორის საქართველოშიც.

აუცილებელი გახდება ცვლილებების შეტანა მთელ რიგ საკითხებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოიმატებს ავარიების, კატასტროფების, საკონფლიქტო სიტუაციების, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია. 18 ივლისის შემდგომ კი, სიტუაცია ოდნავ შემსუბუქდება და აგვისტოს თვე, პრობლემების გარეშე ჩაივლის" - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100