სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბანკი რესპუბლიკას“ დადეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს m2 გალერეაში, სს „ბანკი რესპუბლიკას“ და დეველოპერულ კომპანია m2 შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს საცხოვრებელი ბინები m2-ის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ბან კრესპუბლიკას იპოთეკური სესხით. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, ბანკი „რესპუბლიკა“ 2016 წლის 30 აპრილამდე, m2-ის მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ პირობებს იპოთეკურ სესხებზე. კერძოდ იპოთეკური სესხის % იქნება მინიმალური და ყველაზე კონკურენტული ბაზარზე დღეს არსებულ ტარიფებთან შედარებით. მაგალითისთვის:

5 წლამდე სესხები- USD 6.76% EUR 6.4% -(ეფექტური% 7,35$,6,97EUR)

10 წლამ დესესხები -USD 7, 26% EUR 6.9% -(7.70%$-7.31%EUR)

15 წლამდე სესხები - USD8,06 % EUR 7,6 % (8.5%$ -8%EUR)

აღნიშნული, შეთავაზებით ბანკი რესპუბლიკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და შეღავათიან სხდის იპოთეკურ სესხს მომხმარებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ ბინა m2-ის პროექტებში:

· m2ყაზბეგზე

· m2ნუცუბიძეზე

· m2თამარაშვილზე

· ოპტიმა ისანი

ბანკის არსებული კლიენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ბანკ რესპუბლიკას საფილიალო ქსელის მასშტაბით, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 2909090, ხოლო ახალი კლიენტებისთვის,მეტი კომფორტის შესაქმნელად, გამოყოფილია მელიქიშვილის გამზირზე არსებული ბანკ რესპუბლიკას სერვის ცენტრი.

-ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m²მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებსისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100