მანჩო გიორგობიანმა მაია ასათიანს უვიცი პროფილს კი ბორდელი უწოდა
ხმაურიანმა მანჩო გიორგობიანმა ამჯერად მაია ასათიანი ამოიღო მიზანში და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს ავრცელებს. გიორგობიანის პოსტს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
„მაია ასათიანი რომ უვიცი და უწიგნურია, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ როდემდე უყუროს საზოგადოებამ ამ სატელევიზიო ბორდელს ?!
გუშინ, ფბ-ს შფოთვის ფონზე, შევიხედე გადაცემაში , ვერ ვიცანი ვერავინ .. ვიღაც მისნაირი უვიცები ბოდავდნენ სისულელეებს .- "გენდერი" "ქალის ჩაგვრა გვახასიათებს ქართველებს".. "საშინელი ტრადიციები, წეს-ჩვეულებები" .. ვინ იყვნენ ეს უჯიშოები და უთვისტომოები?! რა ოჯახებში გაიზარდნენ?! სად მიიღეს განათლება?!
საქართველოში თუ ქალი არ ფასდებოდა, ევროპაში რა ხდებოდა ამ დროს?!
"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია " - აღინიშნა როგორც არსებული რეალობა, თუ იფანტაზიორა რუსთაველმა?!
საქართველოში, სადაც თამარი მეფედ აკურთხეს (მამაკაცს გაუთანასწორეს) და არა დედოფლად.. ქალს, რომელსაც აღიარებდა და მუხლზე უჩოქებდა სრულიად საქართველო და არასაქართველოც... მეფედ იყო წოდებული რუსუდანიც...
საქართველოში, სადაც XVIII საუკუნეში, მებრძოლ ქალებს -გლეხებს - მაია წყნეთელს, თამრო ვაშლოვნელს, თინა წავკისელს მამაკაცები აღიარებდნენ წინამძღოლად და ბრძოლაში მიჰყვებოდნენ..
საქართველოში, სადაც ქეთევან, თეკლა და მარიამ ბატონიშვილები იყვნენ 1805 წლის აჯანყების მთავარი მონაწილეები..
საქართველოში, სადაც 1832 წლის შეთქმულებაში , ბატონიშვილი თამარი (ერეკლეს შვილისშვილი) არამარტო ორგანიზატორი იყო, არამედ ადგენდა შტაბის სამოქმედო გეგმას..
შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: ბატონიშვილი რიფსიმე, გიორგი მეფის ასული, მეუღლე დიმიტრი ჩოლოყაშვილისა, ბატონიშვილი სალომე, ფარნაოზის ასული.. თეკლა ბატონიშვილის რძალი ეკატერინე დავითის ასული ბარათაშვილი .. მელანია შანშეს ასული ერისთავი, დიმიტრი და ელიზბარ ერისთავების და... მანანა ორბელიანი...
რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
სამეგრელოს აჯანყებული დედოფალი ნინო, გრიგოლ დადიანის მეუღლე, ერეკლე მეფის შვილის, გიორგი მეფის ასული - ცალკე დიდი თემაა..
საქართველოში სადაც დედაკაცი - ვაჟკაც ქალს და დედაბერი -ბრძენ ქალს ნიშნავს ...
"ქალი იყო ქართული ოჯახის ბურჯი, სიმტკიცე და საფუძველი სახელმწიფოსი. არა ნაკლები იყო ქართველი ქალის როლი პოლიტიკაშიც, სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში." - წერს ექვთიმე თაყაიშვილი ... (კიდევ რამდენი დაწერილა მსგავსი!)
რას ბოდავთ... რეებს როშავთ.. რაის ქალი არ ფასდებოდაო საქართველოში?! რაის კაცი არ აღიარებდაოოო?!
კატო მიქელაძის, ელენე დარიანის, ელიჩკა ახვლედიანის ქვეყანაში, ქართველი ქალი "უუფლებო" და "დაჩაგრული" იყო?!
ვინ მოგცათ საქართველოს დაკნინების უფლება, ამებებს ?! ვის დაკვეთას ასრულებთ მიზანმიმართულად, კიკუებო?!
ამდენი "პრადვინუტი" ბნელი და წერა-კითხვის უცოდინარი, სად შეიყარეთ.. სად გაიზარდეთ , ასეთ წკვარამში.. საიდან აღმოცენდით შხამიანი სოკოებივით?!“ - წერს გიორგობიანი
კომენტარი